FM97.5 / LIVE

სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს ადგილი გამოუძებნეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.07.2013
სოფელ ზემო სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გადმოიტანეს.

სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს  ადგილი გამოუძებნეს
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა სოფელ ზემო სხვილისიდან წიგნები რამდენიმე დღის წინ გადმოიტანა. წიგნადი ფონდი სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი წიგნებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც "სამხრეთის კარიბჭემ" ამის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა და აღმოაჩინა, რომ გამოკეტილ ბიბლითეკაში წიგნებს წვავდნენ.

შეგასხენებთ სხვა ასობით ბიბლიოთეკის მსგავსად, სხვილისის ბიბლიოთეკაც 2006 წლიდან გაუქმდა. 2008 წლიდან ყველა გაუქმებულ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები იმავე სოფლის ან ახლომდებარე საჯარო სკოლებს გადაეცათ. სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიც ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლას დაეწერა. სკოლას წიგნების გადატანის ვალდებულება არ აუღია. წიგნადი ფონდი სოფელში უნდა დარჩენილიყო, სკოლას მათი მოვლა-პატრონობა ევალებოდა.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით სხვილისის ბიბლიოთეკაზე მეთვალყურეობა მათი სურვილი არ იყო, სკოლას ამის არც მატერიალური საშუალება ჰქონდა და არც კადრები ჰყავდა.

ამ ხნის განმავლობაში სხვილისის ბიბლიოთეკაში წიგნებს უპატრონოდ ეყარა. 5,000 წიგნიდან 2,000-მდე დარჩა. წიგნების ნაწილი გაიძარცვა, ნაწილი კი დაიწვა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]

ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატია, რა ინფორმაცის ფლობდნენ ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვილისის ბიბლიოთეკაზე.


20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?
ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვილისის ბიბლიოთეკაზე არაფერი იციან
რატომ ფუჭდება წიგნები ბოლაჯურის ბიბლიოთეკაში?
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ