FM97.5 / LIVE

'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2018
მესხეთში, ათწლეულების განმავლობაში, აღარც "დიკას" თესავდნენ და აღარც "ახალციხის წითელ დოლს". ორივე ნაკლებმოსავლიანია, თუმცა ფერმერები ამ სახეობებს დღეს ისევ უბრუნდებიან. ერთ-ერთი მიზეზი ტრადიციული მესხური პურია - კაკალა, სომინი, ბაზლამა, უხა, ფათირი, სწორედ ამ ხორბლის ფქვილით ცხვება.

'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს

"მოსავლიანობა ნაკლები აქვს, მაგრამ გასაყიდად არ მინდა, ამ ხორბლით საუკეთესო პური ცხვება, საუცხოო არომატით. ძალიან გემრიელია და ისეთი ნოყიერი, რომ მხოლოდ პურითაც იქეიფებ", – გვეუბნება 65 წლის ამირან ხითარიშვილი, რომელსაც ვალეში, უკვე ათ წელზე მეტია, თავის 0,25 ჰა ნაკვეთზე "დიკა" მოჰყავს.

'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს

ტრადიციულ "წითელი დოლს" თესავს ახალციხეში 38 წლის ფერმერი, ზაზა სუდაძე, - "მესხური წითელი დოლი უხვმოსავლიანი არ არის, მაგრამ იცით რატომ ვთესავ? არ ვიცი გახსოვთ თუ არა, სადმე თუ პური ცხვებოდა, მთელ სოფელში სუნი დგებოდა ხოლმე. ესეც ასეთია, პურს რომ ვაცხობთ, მთელი სამეზობლო იგებს. თან ყინვაგამძლეცაა და სიცხის ამტანიც, არც ჩაწოლა ახასიათებს. რაც მთავარია, არ იწამლება და ეკოლოგიურად უმაღლესი ხარისხის ხორბალია".

'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს

ზაზამ "წითელი დოლის" თესლი ასოციაცია "ელკანასგან" მიიღო. სწორედ "ელკანამ" დაიწყო წლების შემდეგ პირველად გადაშენების პირას მყოფი ქართული ხორბლის ენდემური სახეობების გამრავლება, პოპულარიზება და გავრცელება. დღეს სამცხე–ჯავახეთში, "დიკას" და "ახალციხურ წითელ დოლს" ყოველწლიურად ოცდაათამდე ფერმერი თესავს.

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ნუკრი მემარნიშვილი გვიხსნის, რატომაა ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებულად'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს მნიშვნელოვანი ქართული ხორბლის ჯიშების შენარჩუნება, – "საქართველო ხორბლის კულტურულ სახეობათა წარმოშობის ერთ–ერთი მთავარი კერაა, ეს ეთნოგრაფიული კვლევით და ისტორიული წყაროებით არის დამტკიცებული. ქართული ჯიშები მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, მათ პრაქტიკულად არასდროს უჩნდებათ სოკოვანი დაავადებები და გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარი აქვთ. თუმცა იმის გამო, რომ ინდუსტრიულ ჯიშებთან შედარებით დაბალმოსავლიანია, ფერმერებმა ეს სახეობები მიივიწყეს და ცოტა ხნის წინ გადაშენების პირას მივიდა. არადა შემოტანილ ხორბლის ჯიშებთან შედარებით, ადამიანისთვის ადგილობრივი ჯიშები გაცილებით სასარგებლოა და ყველა იმ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა".

საქართველოს ხორბლის სამშობლოს სტატუსი არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მოუპოვა. პირველად ხორბალი კოლხეთის ტერიტორიაზე იპოვეს, შემდეგ კი შულავერის უძველეს სადგომებსა და სამარხებში აღმოაჩინეს ჩვ. წ. აღ-მდე V-IV საუკუნეების ნიმუშები - ხორბლის დანახშირებული მარცვლები.

'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინესსხვადასხვა წლებში, საქართველოში აღმოაჩინეს და აღწერეს ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა. აქედან ხუთი: ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, კოლხური ასლი, მახა და დიკა ენდემურია და მხოლოდ საქართველოში გვხვდება.

ხორბლის სამშობლოში დღეს ერთ სულ მოსახლეზე, წლის განმავლობაში, მხოლოდ 18 კილოგრამ ხორბალს აწარმოებენ, მაშინ, როდესაც ერთ სულზე, საშუალოდ, 120 კილოგრამია საჭირო. 2017 წელს საქართველომ 97.9 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, ყველაზე მეტი - კახეთში. ქართულ ბაზარზე ხორბალი ძირითადად სხვა ქვეყნებიდან შემოდის, უმსხვილესი იმპორტიორი კი რუსეთია. საქსტატის მონაცემებით 2016 წელს, რუსეთიდან 456 ათასი, 2017 წელს კი 512 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.

'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური


[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორი პურით მარაგდება ახალციხე
ქართულ ხორბალს 'მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში' წარადგენენ
რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს[R]
კახეთში ალოობა დაიწყო [R]
ხორბლის მარცვლის გაწმენდა და დაფქვა ®
ნინოწმინდაში სეტყვამ 2 000 ჰექტარი ხორბლის და კარტოფილის ნათესი გაანადგურდა
შეხვედრა ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან [R]