FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე ორი კორპუსის ეზო მოასფალტდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძთელის N32 და N34 კორპუსების ეზოების მოასფალტებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე ორი კორპუსის ეზო მოასფალტდება

ხანძთელის N34 კორპუსის წინ ასფალტი 1138 კვ. მეტრზე დაიგება, ტენდერი 46 292 ლარზეა გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წინადადებების მიღება ორ აგვისტოს დაიწყება და შვიდ აგვისტოს დასრულდება.

რაც შეეხება ხანძთელის N32 კორპუსის ეზოს, აქ ასფალტი 1 354 კვ. მეტრზე დაიგება. ტენდერი 47 514 ლარზეა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა წლებია დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წინასაარჩევნოდ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ეზოსა და სკვერის მოასფალტებას დაპირდა.

ადგილობრივ თვითმმარველობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ეზოების მოასფალტება იგეგმება, მომავალში კი სკვერის მოწყობა, თუმცა კონკრეტულად როდის გამოცხადდება ტენდერი სკვერის გასაკეთებლად ცნობილი არ არის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, დიდიმამიშვილის N1–ში მდებარე კორპუსის ეზო მოასფალტდება
ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ახალციხეში 5 კორპუსის სახურავი გამოიცვლება
ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ
ახალციხეში, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება