FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.07.2018
პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს, ახალციხეში თანაგუნდელები აფასებენ და წინასაარჩევნო გეგმებზე საუბრობენ.

გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
„ევროპულმა საქართველომ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად დავით ბაქრაძე 21 ივლისს წარადგინა.

დავით ბაქრაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რა დროსაც ამომრჩეველთა ხმების 21,71 % დააგროვა, მაშინ ხმათა 62.09 %–ით საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახდა.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბაქრაძეს 2013 წელთან შედარებით, წელს გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

„მაშინ ახალი შეცვლილი იყო ხელისუფლება, ძალიან ბევრი დაუმსახურებელი და ბინძური კამპანია აგორდა ჩვენს წინააღმდეგ. ახლა სულ სხვა ვითარებაა, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა "ქართული ოცნების" შესაძლებლობები, ჩვენ კი ბევრად მეტი შანსი გაგვიჩნდა. დავით ბაქრაძის კარგი პოლიტიკური წარსული ყველამ იცის და არც გამოცდილება აქვს დასაწუნი",–ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

მისი თქმით, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყებენ, როდესაც პარტიის საარჩევნო პროგრამა ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ „ევროპულმა საქართვლომ“ პრეზიდენტობის კანდიდატი 21 ივლისს, ქუთაისში სპორტის სასახლეში წარადგინა. ამ დროისათვის, კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატია ცნობილი. გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია", სადაც ათი პოლიტიკური პარტია ერთიანდება, პრეზიდენტობის კანდიდატად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

'ევროპულმა საქართველომ' პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება
გაერთიანებულ ოპოზიციას  ახალციხეში ჯერ მხოლოდ ენმ–ს წევრები ჰყავს
„ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
'ოცნება': საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება