ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ

მთავარისაზოგადოება 01.07.2013
კვირაზე მეტია, რაც ვალეში წყლის მიწოდებაა შეწყვეტილი. ვალელები სასმელ წყალს დღესაც ელოდებოდნენ, თუმცა, წყალი მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოვიდა.

ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ
ვალეში წყლის მიწოდება ტექნიკური პრობლემის გამოა შეწყვეტილი. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში განმარტავენ, რომ ვალის სადრენაჟო სისტემას წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება.

„დღეს დილით ცოტა ხნით მოვიდა წყალი, მაგრამ ძალიან მალე შეწყდა, ჭურჭლის ავსებაც კი ვერ მოვასწარით“, - ამბობენ ვალეში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ ვალეში წყლის მიწოდება დღეს დილით აღდგა.

„რწმუნებულმა მითხრა, რომ ვალეში ისევ მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ დღეს მოსახლეობას წყალი მიეწოდა. დებეტი იმხელა არ არის, რომ 24 საათის განმავლობაში მიეწოდოს, ვალეს ისედაც გრაფიკით მიეწოდებოდა წყალი. მაგრამ, როგორც მე ვიცი, დღეს ვალეში ოთხი საათის განმავლობაში იყო წყალი“, - განმარტავს ბესიკ ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ ვალეში მოსახლეობამ გუშინ სასმელი წყლის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა. ამის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წყალი სპეციალური ავზების საშუალებით დაურიგეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

13.01.2017 ბავშვებს და უფროსებს, რომლებმაც განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

16.01.2017 NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

15.01.2017 19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
ვალეში სასმელი წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ
ვალეში  წყალს არიგებენ
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ვალელები  ისევ გზის გადაკეტვით იმუქრებიან