FM97.5 / LIVE

'ჩამოყალიბდით'

მთავარისიახლე, ბლოგები 21.07.2018
მატასის ბლოგი

'ჩამოყალიბდით'

ჩემს ქუჩაზე, პროდუქტის მაღაზიაში სამი ახალგაზრდა გოგონა მუშაობს. მაღაზიაში ხომ აუცილებლად ახალგაზრდა გოგონები უნდა იყვნენ დასაქმებულები, საშუალო ასაკი 21-33 წელი და ამასთანავე სასიამოვნო გარეგნობის.

დასაქმების საიტებზე მოძიებულ განცხადებებში ყოველთვისაა ბოლო აკორდი-გასაუბრება. დაამთავრა ეს, დაამთავრა ის. გაიარა ეს, გაიარა ის, შეძლო ეს, შეძლო ის. მიიღო უმაღლესი ქულაც, მაგრამ ბახ! გასაუბრება მაინც საჭიროა.

ანუ, სამუშაოს მსურველ 60 წლის ქალზე თავიდანვე ხომ ვერ იტყვი - ასაკიანია, გარეგნობა არ მომწონს, აი გასაუბრებით კი მარტივად აგვარებ ამ პრობლემას და ამბობ - მეტყველება არ უვარგა, არაკომუნიკაბელურია, (ამ დროს გიჭირს ამ სიტყვის გამოთქმა, მაგრამ დამაჯერებლობისთვის იყენებ) კლიენტებს გამიქცევს.

გონების თვალი გადავავლე ყველა მაღაზიას, სადაც კი შევდივარ და ზოგან გამყიდველ-მოლარედ თვითონ დგანან ობიექტის მფლობელები, უმეტესად, კი ახალგაზრდა გოგონები. დისტრიბუტორებად ახალგაზრდა ბიჭები და თუ მათი მოსვლა დაემთხვა მაღაზიაში შენს მისვლას ჩათვალე, რომ ყველა შესაძენი ნივთის მოძიება თავად მოგიწევს. შემდეგ უნდა დაელოდო მოლარე გოგონა როდის მორჩება ფლირტაობას მათთან. ზოგჯერ ეს მართობს. საინტერესოა უსმინო ვითომ კარაქის ვარგისიანობით დაინტერესებული ოცი, ოცდაორი წლის გოგო-ბიჭის გადაძახილ-გადმოძახილს, ერთი მაცივართან დგას მეორე სალაროსთან. ან X ფირმის სოსისი სჯობს თუ G ფირმის, რომელშიც აუცილებლადაა შერეული კომპლიმენტები მაისურის მოხდენაზე, ღამით გაგზავნილ შეტყობინების პასუხზეცაა უხერხული ჩაცინებაც. მე ვდგავარ ახონხლილი პოლიეთილენის პარკებით და ველოდები.

ჰოო,როგორ დავიწყე? ჩემს ქუჩაზე, პროდუქტის მაღაზიაში სამი ახალგაზრდა გოგონა მუშაობს. ყოველ დილით, როცა სამსახურში მივდივარ და რაიმეს საყიდლად შევდივარ ისინი მხვდებიან. ერთს განსაკუთრებით უხდება მაკიაჟი, სასწაულად წვრილ ქუსლებზე დგას და ასევე სასწაულად ეზარება რაიმეს მოტანა და პასუხების გაცემა. კომპიუტერის კლავიატურაზე თითებს ისე ააკაკუნებს ხოლმე და ისე მეუბნება რომელიმე პროდუქტის ფასს, ვფიქრობ - რა ვაწყენინე ამ გოგოს.

ორი დღის წინ ნაყინის საყიდლად შევედი. აქვთ ნაირ-ნაირი ნაყინები: ვანილის, შოკოლადის, თხილის, ვაფლის, კარამელის. ვკითხულობ X ნაყინს. ყურადღება არავინ მომაქცია, "არ ესმით". გავაღე დახლ-მაცივარი და თავდახრილი ვიქექები, ვეძებ საყვარელ ნაყინს. გოგოები სხედან. ვერ ვიპოვე. გავსწორდი.

- ის ნაყინი არ გვაქვს, - მეუბნება ერთ-ერთი.
- გამოგველია, - ამატებს მეორე.
- რატომ არ მითხარით, ხომ გკითხეთ?, - გაბრაზებულივით გამომივიდა.

რომ გავბრაზდი მოეწონათ, ერთმანეთს გადახედეს ღიმილით და თითქმის ერთხმად მიპასუხეს - არ გაგვიგია.

გარეთ გამოსული ვფიქრობ, რომ აღარ შევალ ამ მაღაზიაში.

დღეს მაინც შევედი, იქვეა ჩემს სახლთან და თან ამ პაპანაქება სიცხეში შორს სიარული მეზარება.

ავკრიფე რაც მინდოდა. სალაროსთან მივიტანე. მარწყვის "კევიც" დავამატე, მერე უცებ პიტნისას მოვკარი თვალი და შემიცვალეთ–მეთქი. გოგონამ ლამაზი ფახულა წამწამებიდან ამომხედა და მითხრა - ჩამოყალიბდით.

ხელში მიჭირავს ორი პური, ზეთისხილი, ჩაის კარგა მოზრდილი კოლოფი, კვერცხი, ნეკა თითზე მაქვს ვარდისფერი, თხელი, პოლიეთილენის პარკი დაკიდებული ჟურჭლის სარეცხი "ფეირით", დავყურებ ახლაგაზრდა გოგოს, რომელიც დილაადრიან უკვე საკმაოდ გაბრაზებულია, ირონიულად მიყურებს და გამეცინა.

- ჩამოვყალიბდი, პიტნის "კევი" მირჩევნია, - ვეუბნები გაკრეჭილი.

ისე ჩავაწყე ჩანთაში ყველაფერი და გამოვედი, ხმა არცეთს აღარ ამოუღია. სარეცხი ფხვნილების თაროზე მობილური დამრჩა, მივბრუნდი. კარი გავაღე და გავიგონე - რა აუტანელია ეს გოგო, თავი ვინ ჰგონია, ჩვენ სულ გამყიდველებად კი არ ვმუშაობდით. მეგონა სხვაზე ამბობდნენ, მაგრამ როცა სამივემ თვალებგაფართოებულმა შემომხედა და უცებვე გაჩუმდნენ, მივხვდი ის აუტანელი მე ვიყავი.

გამოვედი მაღაზიიდან მე, ჩამოუყალიბებელი, რომელიც ვერ მივმხვდარვარ რომელი "კევი" მირჩევნია მარწყვის თუ პიტნის, რომელმაც არ ვიცი როგორ მოვიქცე მაღაზიაში რომ იმ საყვარელმა გოგონებმა აუტანლად არ ჩამთვალონ.

დავტოვე მაღაზიაში გოგონები, რომლებსაც ალბათ ჩემსავით ბევრი რამ ვერ ჩამოუყალიბებიათ.

დავტოვე ჩამოუყალიბებელი მაღაზიის მფლობელები, რომლებსაც ვერ გაუკვევიათ სავაჭრო ობიექტი აქვთ გახსნილი თუ სხვა რამ, დავუშვათ სამოდელო სააგენტო.

ჰოდა, მართალია ის გოგო! მოდი, ყველა ერთად ჩამოვყალიბდეთ რა!

[მატასი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ავეჯის მაღაზიაში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიცია გამოიძახეს
ახალციხეში, მაღაზიაში მომხდარი ქურდობა გახსნილია
'აქცია 20+1' კაფელ–მეტლახის მაღაზიაში [R]
ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება
წასულები და დარჩენილები
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!