FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს

მთავარისიახლე, სამართალი 16.07.2018
ახალციხის ბაზარში მოქმედ სასაკლაოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, გარემოს ფეკალური მასებით დაბინძურებისთვის სამართალდარღვევის ოქმი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკვე მეორედ შეუდგინა.

ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს  დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს

„სამხრეთის კარიბჭემ“ დღეს, 16 ივლისს, სასაკლაოს მიერ მდინარის დაბინძურების ფაქტი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. შპს „ირქა“ მდინარე ფოცხოვში დაკლული საქონლის სისხლს და ფეკალიებს ისევ უშვებს.

რედაქციიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე, ინსპექტირების ჯგუფმა ტერიტორია შეისწავლა და სასაკლაოს ადგილზე გარემოს ფეკალური მასებით დაბინძურებისთვის აქტი, ნარჩენების მართვის კოდექსის 33–ე მუხლით შეუდგინა.

იგივე ფაქტზე, იგივე მუხლით ბაზარში მოქმედი სასაკლაო 2 ივლისს დაჯარიმდა. სასამართლო აღნიშნულ საქმეს უახლოეს დღეებში განიხილავს.

„ირქა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაჯარიმებული გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა კიდევ ორჯერ ჰყავს: პირველად იგი ნარჩენების მართვის კოდექსის 33–ე მუხლის პირველი ნაწილით 2016 წლის აგვისტოში 500 ლარით, დააჯარიმეს. ეს მუხლი ფეკალური მასებით, ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურებას გულისხმობს. ამავე პერიოდში სასაკლაო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის პირველი ნაწილითაც, 2017 წლის იანვარში 500 ლარამდე დაჯარიმდა, რაც წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
სასამართლომ ახალციხის ბაზარში მოქმედი სასაკლაო დააჯარიმა
ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს
ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ
ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს
სასამართლომ ახალციხის სასაკლაო 1000 ლარით დააჯარიმა