FM97.5 / LIVE

ვაჰაგნ ჩახალიანი განცხადებას ავრცელებს

მთავარიპოლიტიკა 30.06.2013
ყოფილი პატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი საკუთარი ძმის, არმენ ჩახალიანი დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ.

ვაჰაგნ ჩახალიანი განცხადებას ავრცელებს
"2013 წ. 28 ივნისს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გონდურაში მომხდარი ინციდენტის დროს სპეცრაზმელებმა ჩემი ძმა, არმენ ჩახალიანი დააკავეს.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა, ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები საფუძველს მაძლევს, ვამტკიცო, რომ მომხდარი თვალსაჩინო პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკატორული მოქმედებაა, რომლის ავტორები გახლავთ სააკაშვილი–მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები, რომლებიც ჯერაც გარკვეულწილად ინარჩუნებენ გავლენას ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში.

მაქვს საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ ასეთი პროვოკაციული ნაბიჯით ზემოაღნიშნული წრეები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება სომეხ მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და ორმხრივი უნდობლობის პირობებში აღადგინონ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დათმობილი პოზიციები.

ვფიქრობ, მომხდარი მეტწილად შედეგია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება წინა რეჟიმის მხრიდან ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მიმართ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის გასამართლების, სამართლიანობის აღდგენის, სომხებით დასახლებულ რაიონებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების პრინციპულ საქმეში დღემდე ვერ ავლენს საჭირო განსაზღვრულობასა და პოლიტიკურ ნებას.

მსურს ვირწმუნო, რომ ის ძალები, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული მოქმედებები, მცდარნი აღმოჩნდებიან საკუთარ გათვლებში და მათი პროვოკაცია ჩავარდება.

კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, რომ ვმოქმედებდი, ვმოქმედებ და მომავალშიც ვიმოქმედებ ექსკლუზიურად კანონიერების ფარგლებში. ვაცხადებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გავაგრძელებ რეგიონში სრულყოფილი დემოკრატიის განმტკიცებისადმი, ჯავახელი სომხების მოქალაქეობრივი, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვისადმი მიმართულ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას".

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება
ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს