FM97.5 / LIVE

სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.07.2018
2018 წლის 11 ივლისიდან, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა განაახლა.

სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ქართულ ენაზე ახალი ამბების მოსმენა და წაკითხვა armradio.info-ზეა შესაძლებელი. სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს აღმასრულებელი დირექტორი მარკ გრიგორიანი იმედოვნებს, რომ ამ პუბლიკაციების წყალობით სომხურ-ქართული ურთიერთობები გამყარდება.

"ვფიქრობ, რომ ამ პუბლიკაციების წყალობით ჩვენ ასევე სარგებელი მოგვაქვს საქართველოში სომხური თემისთვის. დღეს ბევრი სომეხი საქართველოში თავისუფლად საუბრობს სომხურ და რუსულ ენებზე და ძალიან ცუდად იცის ქართული ენა. ვიმედოვნებთ, რომ ამ მასალების მოსმენითა და კითხვით ისინი ქართული ენის ცოდნასაც გაიუმჯობესებენ”, – ამბობს მარკ გრიგორიანი ნეტგაზეთთან საუბარში.

როგორც გრიგორიანი ამბობს, ქართულენოვანი სამსახურის განახლებაზე ფიქრი რადიოს დირექტორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა, ძირითადად კი ფინანსური მიზეზით, ვერ შეძლო.

“სომხეთში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პრობლემა გადაიჭრა და ქართულ ენაზე მაუწყებლობა უკვე რეალობად იქცა. ეს ასევე ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ჩრდილოელი მეგობრის, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას აჩვენებს”.

მარკ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიუჯეტის სიმწირის გამო სპეციალისტების ნაკლებობაა რადიოში, თუმცა ჟურნალისტების საქართველოდან მოწვევის დიდი სურვილი აქვთ.


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სამხრეთის კარიბჭემ’ საცდელი რადიომაუწყებლობა დაიწყო
‘სამხრეთის კარიბჭე’ რადიომაუწყებლობისთვის ემზადება
JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება
სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს