FM97.5 / LIVE

ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.07.2018
ახალციხის საგამოცდო ცენტრში 10 ივლისს ჩატარებული უცხო ენის გამოცდების ვიდეოჩანაწერები ამოიღეს.

ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

აბიტურიენტების მიერ ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყება ახალციხის საგამოცდო ცენტრს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაავალა.

„მას შემდეგ რაც თქვენგან შემოვიდა ინფორმაცია, ჩვენ მაშინვე დავრეკეთ კოორდინატორებთან და მათ მოკვლევა ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. იქ ჩასულები იყვნენ ჩვენი წარმომადგენლებიც, რომ ყველაფერი გარკვეულიყო“, – გვითხრეს გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე თქმით, საგამოცდო ცენტრმა ყველა სექტორის ვიდეოჩანაწერი ამოიღო და ნახა.

„შენიშვნები არის მიცემული აპლიკანტებისთვის, ანუ აბიტურიენტებს ვაფრთხილებდით, მაგრამ ერთი და იგივე აბიტურიენტს გაფრთხილება ორჯერ არ მიუღია, ასეთი ფაქტი რომ დაფიქსირებულიყო, მას გამოცდას დავატოვებინებდით. გამიჭირდება იმის თქმა რამდენმა აპლიკანტმა მიიღო გაფრთხილება, მაგრამ ნამდვილად იყვნენ ასეთები. ბუნებრივია, შესაძლოა, გადაწერის მცდელობა ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამაზე მეთვალყურემ და კურატორმა რეაგირება მოახდინოს“, – ამბობს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე.

10 ივლისს, უცხო ენიდან გამოსული აბიტურიენტები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებოდნენ, რომ ერთმანეთისგან ტესტებს იწერდნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაიწყო
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ერთმანეთისგან იწერდნენ
ახალციხეში მასწავლებელმა გამოცდაზე ტელეფონიდან გადაწერა სცადა
დღის მთავარი გამოშვება – 13 ივლისი [Audio]
ახალი ამბები – 13 ივლისი [Audio]
მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
უცხო ენის გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ გამოცხადდა