FM97.5 / LIVE

ვალელები ისევ გზის გადაკეტვით იმუქრებიან

მთავარისაზოგადოება 30.06.2013
ერთი კვირაა რაც ვალეს სასმელი წყალი არ მიეწოდება. პროტესტის ნიშნადნ ადგილობრივები გზის გადაკეტვას აპირებენ

ვალელები  ისევ გზის გადაკეტვით იმუქრებიან
დღეს დილით, მოსალხეობის ნაწილმა გზა გადაკეტა, თუმცა ტრანსპორტს მოძრაობა შემოვლითი გზით მაინც შეეძლო.

„ბევრი არ გავიდა დღეს, თავი შევიკავეთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყველა გამოვალთ, ნაწილი თურქეთის მხირდან მომავალ მანქანებს არ გაატარებს და ნაწილი ახალციხიდან მომავალს“, - ამბობს ვალეში მცხოვრები ნაირა ნათენაძე.
მისი თქმით, ვალეს წყალი იმიტომ არ მიეწოდება, რომ აუზი ვერ ივსება: „წვიმას ელოდებიან, რომ წყალი მოვიდეს“.
ადგილობრივები წყალს მეზობელი სოფლებდან ეზიდებიან.

„ტაქსით მივდივართ და მოგვაქვს, ცალკე თაქსში ვხარჯავთ ფულს და ცალკე წყლის გადასახადის გადახდა მოგვიწევს თვის ბოლოს“, - გვითხრა ირა ლაზარაშვილმა.

ადგილობრივი სტეფანე ლაზარაშვილის განცხადებით, ვალეში წყლის გადასახადს ყოველთვის ყველა იხდის: „საუკეთესოდ ვასრულებთ გეგმას, მაგრამ წყალი მაინც ორ დღეში ერთხელ სამი საათითაც არ მოგვეწოდება. ახლა სულ შეგვიწყვიტეს. პოტრონი არავინ გვაყვს. ამიტომ გამოვალთ და გზას გადავკეტავთ“.

როგროც გუშინ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა გიორგი ბაგინაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა ვალეში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და წყლის მიწოდება უმოკლეს ვადაში აღდგება.

„ვალის სადრენაჟო სისტემას წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება. გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ როგორც ჩანს კლიდევ დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ტექნიკური პრობლემაა, რომელიც გვარდება და შეიძლება დღესაც მივაწოდოთ წყალი“, - განმარტავს გიორგი ბაგინაშვილი

ვალელები  ისევ გზის გადაკეტვით იმუქრებიან

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება
მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ
ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ