FM97.5 / LIVE

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ერთმანეთისგან იწერდნენ

მთავარისიახლე, განათლება 10.07.2018
ახალციხის საგამოცდო ცენტრში, უცხო ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ყვებიან, თუ როგორ იწერდნენ ერთმანეთისგან ტესტების პასუხებს.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ერთმანეთისგან იწერდნენ

„შენს ზურგს უკან ვინც ზის, იმას ჩვეულებრივად შეუძლია, რომ გადაიწეროს. ამისთვის ფურცელი გავუწიე მაგიდის კუთხეში ისე, რომ მას დანახვა შეძლებოდა. მერე დამკვირვებელი რომ მოდის ფურცელს მაგიდის შუაში გიწევს, მაგრამ უკან მჯდომი დანახვას ასწრებს და პასუხებს იწერს. გარდა ამისა, კიდევ ეკრანზე ვადებთ თითს მაგალითად „ბ“–ს, ან „გ“–ს, მოკლედ რომელიც სწორი პასუხია, ის ხვდება და თვითონაც სწორ პასუხს უთითებს“, – გვიყვება ერთ–ერთი აბიტურიენტი.

მისი თქმით, დამკვირვებელმა შენიშნა, რომ იგი სხვას პასუხებს აწერინებდა, ამიტომ ტესტზე, რომელსაც წერდა, ფურცელი დააფარებინეს: „იმას კიდევ ვისაც ვაწერინებდი შენიშვნა მისცეს“.

საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ გადაწერის შანსი ყველა მათგანს ჰქონდა.

„მე მაგალითად, გამოცდის დაწყებამდე გვერდით მჯდომს შევუთანხმდი, რომ სამუშაო ფურცელზე პასუხები დიდი ასოებით ეწერა, ეგრე გადავიწერე ინგლისურში მთელი მოსასმენი“, – ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი.

მასთან ერთად საგამოცდო ცენტრიდან გამოსული სხვა აბიტურიენტიც გვიყვება, რომ იმ სექტორში, რომელშიც ის აბარებდა გამოცდას, პასუხებს ყველა წინ მჯდომისგან იწერდა: „ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველა პირველი ბავშვისგან ვიწერდით, წინ იწეოდნენ ოდნავ კისერს ღრიცავდნენ და იჭყიტებოდნენ. მთავარია „გ“, „ბ“, „დ“ დაგენახა და ეგ იყო, უცებ გადიოდი ბოლოში“.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე გადაწერის ფაქტებს უარყოფს, - „თითო სექტორში ორი მეთვალყურეა და შეუძლებელია გადაწერის საშუალება ჰქონოდათ. ასევე, კამერა უყურებს და ჩვენც ვაკონტროლებთ“.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით დღეს, გერმანულ ენაში, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 4 აპლიკანტიდან ოთხივე გამოცხადდა, ხოლო ინგლისურ ენაში 222 აბიტურიენტიდან – 5 არ მივიდა.

მეორე სესიაზე კი ფრანგულ ენაში რეგისტრირებული 2 აპლიკანტიდან ერთი არ გამოცხადდა, ხოლო ინგლისურ ენაში 222 აბიტურიენტიდან – 5.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

უცხო ენის გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაიწყო
აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ
რა დავალების შესრულება გაუჭირდათ აბიტურიენტებს უცხო ენის გამოცდაში
აბიტურიენტები გამოცდებს უცხო ენებში აბარებენ
დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ
გეოგრაფიის გამოცდის პირველ სესიაზე 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა