FM97.5 / LIVE

კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2018
ადიგენში, სოფელ კიკიბოში მცხოვრებ 9 წლის რამინ გობაძეს ოცნება აუსრულდა. „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, მას ველოსიპედი აჩუქეს.

კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს  ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]

მულტიმედია მასალაში „სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა“, რამინი ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად უნდა ველოსიპედი, ან მოტოციკლი ჰყავდეს.

„სტატია ვნახე ინტერნეტში, ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არავის ახსნა სჭირდებოდა პატარა ბიჭის თვალებს. გავიგე, რომ ის ველოსიპედზე ოცნებობდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ოცნების ასრულება შემეძლო“, – ამბობს ალონ მოლაჰაიმიანი.

იგი ისრაელის მოქალაქეა, თბილისში ორი წლის წინ ჩამოვიდა და ახლა ერთ–ერთი საერთაშორისო კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ფინანსური და ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ალონმა რამინისთვის ველოსიპედი იყიდა და ადიგენის სოფელ კიკიბოში მესამე კლასელ ბიჭს თავად მიუყვანა.

რამინს მისი მართვა არ გასჭირვებია. ამბობს, რომ ველოსიპედს ზოგჯერ ბიძაშვილებისგან, ხანდახან კი მეზობელი ბავშებისგან თხოულობდა და ტარება ამ დროს ისწავლა.



ზაფხულის არდადეგებზე რამინი მთაში, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა. სპეციალურად საჩუქრის სანახავად იგი სოფელ კიკიბომდე დედამ ცხენით ჩამოიყვანა: „მთაში ვიყავით და ცხენით ჩამოვედით დღეს. სულ გვთხოვდა ველოსიპედის ყიდვას. ახლა სურვილი აუსრულდა. ცოტაც წამოიზარდა და ჭკვიანად ივლის“, – ამბობს რამინის დედა დალი ხარაბაძე.

ველოსიპედთან ერთად, რამინმა ტკბილეული, ჩიფსები, საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიიღო. ნივთების შეგროვებაში ვებ–გვერდის mastsavlebeli.ge რედაქციამ იზრუნა.

რამინთან ერთად, საჩუქრები კიკიბოს სკოლის პედაგოგმა ნანა მაცაბერიძემაც მიიღო. მასწავლებლის სახლმა მას საჩუქრად წიგნები გამოუგზავნა.

კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს  ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]

კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს  ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]

კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს  ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]

კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს  ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]

კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს  ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

16.06.2019 'საქართველოს მელიორაციას' 25 ავტომანქანა გადაეცა

15.06.2019 ნაჯახით თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

15.06.2019 შსს–მ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე 28 პირი დააკავა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]
მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან  [Photos]
სამცხე–ჯავახეთში სამმა პედაგოგმა წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო  მიიღო
გურამ მელიქიძე და რამინი მარტინენკო – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილეებს არჩევს
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
ორგორის დამწვარი სკოლა და ხუთი კილომეტრი მეზობელ სოფლამდე
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო