FM97.5 / LIVE

შსს–დან ოჯახში ძალადობისთვის გათავისუფლებული 3 პოლიციელიდან 2 ახალციხელია

მთავარისიახლე, სამართალი 10.07.2018
2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობისთვის 3 პოლიციელი გაათავისუფლა, მათგან ორი, იაკობ და გოჩა ბლუაშვილები ახალციხელები არიან.

შსს–დან ოჯახში ძალადობისთვის გათავისუფლებული 3 პოლიციელიდან 2  ახალციხელია

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ოჯახში დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახში ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დაითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

შსს-ს ცნობით, სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

შეგახსენებთ, რომ ძმები პოლიციელები გოჩა და იაკობ ბლუაშვილები 11 აპრილს დააკავეს. შემთხვევა რის გამოც სამართალდამცველები პასუხისგებაში მისცეს ცხრა აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით იაკობ ბლუაშვილმა ცოლი სცემა, მისმა ძამამ გოჩა ბლუაშვილმა კი ძმის ცოლი და ძმის არასრულწლოვანი შვილი. იაკობ ბლუაშვილს სასამართლომ წელიწადნახევარი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ასევე, ორი წლით გამოსაცდელი ვადა დაუწესა და დარბაზიდან გაათვისუფლა. ასევე, დარბაზიდან გაათავისუფლეს მისი ძმაც. გოჩა ბლუაშვილთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა.

[sknews.ge]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2018 მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ

19.11.2018 საირმე-აბასთუმანის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.11.2018 ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს[photo]

17.11.2018 ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს
ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა [Video]
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video]
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხეში პოლიციელი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა
ოჯახში ძალადობაზე დაკავებული პოლიციელი ძმების საქმის განხილვა იწყება