სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ხვალ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2018
ხვალ, 11 ივლისს, სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში რეგიონის მასშტაბით ახლადაღმოჩენილ ექსპონატებს გამოფენენ.

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ხვალ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნება

ახალი საგამოფენო სივრცის მოწყობა, 2015–2016 წლებში ადიგენში, სოფელ ორჭოსანში სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მშენებლობის დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა განაპირობა.

მაშინ აქ აღმოაჩინეს ნეოლითის ხანის (ძვ.წ. 37-35 სს) ორჭოსანის ნამოსახლარი. ამიტომ გადაწყდა, რომ მუზეუმში წარმოედგინათ საქართველოს ის პერიოდი, როდესაც ძლიერდება მესხეთის მოსახლეობის კავშირი შუამდინარეთისა და მახლობელი აღმოსავლეთის კულტურებთან.

ამ აღმოჩენით ნათლად გამოიკვეთა კავკასია, ანატოლია, ირანისა და მესოპოტამიის ნეოლითური ხანის კულტურებში საქართველოს როლი და მნიშვნელობა. ამ პერიოდში პირველად იწყება ფართო ხასიათისა და რთულპროფილიანი სამელითონეო ხელოსნობის წარმოება; ადგილობრივი, უხეშად დამუშავებული თიხის ნაწარმის გვერდით ჩნდება წითლად შეღებილი და გაპრიალებული იმპორტული ჭურჭელი; შორმანძილიანი სავაჭრო ურთიერთობის შედეგად შემოდის კალიანი ბრინჯაოს ნაწარმი; რელიგიური რიტუალებისათვის მზადდება ანთროპომორფული და ზოომორფული თიხის ქანდაკებები; ჩნდება ბორბლიანი ტრანსპორტი; საზოგადოების დიფერენციაციის საფუძველზე მზადდება განსაკუთრებული სამკაული ლითონის დიადემა და სხვა.

მუზეუმში, ასევე, განახლდება ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა:


ახალციხის მუზეუმში დაცულ სამცხე-ჯავახეთის ნუმიზმატიკურ კოლექციებს საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, რისი მიზეზიც ამ რეგიონში დოკუმენტურად დადასტურებული ორი სამონეტო კარის _ ახალციხის და არტანუჯის ზარაფხანის არსებობაა. ამ რეგიონში სამონეტო მიმოქცევა ძვ. წ. V საუკუნის II ნახევრიდან - „კოლხური თეთრით“ დაწყებული XIX საუკუნის ჩათვლით, თითქმის ქრონოლოგიური უწყვეტობით მიმდინარეობს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეივსო და განახლდა ნუმიზმატიკური ექსპოზიცია, რომლის მთავარი კონცეფციაა სამონეტო განძების საშუალებით წარმოჩინდეს, რომ ეს რეგიონი ყოველთვის იყო აქტიურად ჩართული მთელი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში და, ამავდროულად, მუდმივი კავშირი გააჩნდა გარე სამყაროსთან.

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია არტანუჯის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელიც მუზეუმს დროებით მფლობელობაში გადასცა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

[sknews.ge]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს 300–მდე ახალი ექსპონატი შეემატა
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ  ჭურჭელს გამოფენენ
განახლებულ მუზეუმს ახალი ექსპონატებიც შეემატა
18 მაისს სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]
„მოდი ღამე მუზეუმში"– სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს
'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება