FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად ახალციხის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი მარინა მერაბიშვილი დაინიშნა.

ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს

მერაბიშვილმა ამ პოზიციაზე ნატო ჩოხელი ჩაანაცვლა. როგორც მერიაში ამბობენ ჩოხელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამას სატელეფონო საუბარში ჩოხელიც გვიდასტურებს: „ოჯახური პირობების გამო დავწერე განცხადება“.

მისივე თქმით, იგი სამუშაოდ იგივე უწყებაში რჩება, თუმცა ამ დროისთვის გარკვეული არ არის თუ რა პოზიციას დაიკავებს.

რაც შეეხება ახლადდანიშნულ უფროსს მარინა მერაბიშვილს იგი კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამავე სამსახურში კი სხვადასხვა პოზიციაზე 2014 წლის თებერვლიდან მუშაობდა.

მერაბიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ მან ჯერ არ იცის დაინიშნა თუ არა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად. შეკითხვაზე, თუ რა პოზიციაზე მუშაობს იგი ამ წუთში, გვიპასუხა: „მერიაში მივდივარ, ცოტახანში გავარკვევ და გეტყვით“.

მარინა მერაბიშვილი ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ პარასკევს, 6 ივლისს წარუდგინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ზაირა კელაპტრიშვილი უხელმძღვანელებს
ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'
რისი შეეშინდა ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს?
ახალციხის ბაღების ხელმძღვანელად მერის პრესსამსახურის და დაინიშნა
ახალციხის მერიის სოციალურ განყოფილებას ახალი უფროსი ჰყავს