FM97.5 / LIVE

უცხო ენის გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

მთავარისიახლე, განათლება 09.07.2018
აბიტურიენტები დღეს, 9 ივლისს, ეროვნულ გამოცდას უცხო ენაში, ინგლისურსა და რუსულში აბარებენ.

უცხო ენის გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით ინგლისურ ენაში, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 126 აპლიკანტიდან – 2 , ხოლო რუსულ ენაში რეგისტრირებული 115 აბიტურიენტიდან – 11 არ გამოცხადდა.

უცხო ენების 90–ქულიანი ტესტისთვის 2 საათი და 40 წუთი იყო გათვალისწინებული, თუმცა აბიტურიენტების უმრავლესობამ წერა დროზე ადრე დაასრულა, მათ საგამოცდო ცენტრი დაახლოებით საათსა და 25 წუთში დატოვეს.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები აცხადებენ, რომ ტესტი მარტივი იყო, ნაწილი კი ამბობს, რომ ტესტის ბოლოს მოცემული თემა არ დაუწერია.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე ამბობს, რომ საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს ხვალ, 10 ივლისს აბიტურიენტები ისევ უცხო ენაში ჩააბარებენ.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2019 ნალექი და ქარი 19 თებერვლამდე შენარჩუნდება

17.02.2019 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16.02.2019 საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]

16.02.2019 რაგბის მატჩი 'ტაოსა' და 'კოლხ რაინდებს' შორის არ შედგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

აბიტურიენტები გამოცდებს უცხო ენებში აბარებენ
რა დავალების შესრულება გაუჭირდათ აბიტურიენტებს უცხო ენის გამოცდაში
დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ
უცხო ენის გამოცდის პირველ სესიაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ერთმანეთისგან იწერდნენ
აბიტურიენტებს ქართული ლიტერატურის გამოცდა გაუჭირდათ