სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძა – ახალციხის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2018
ასპინძა–ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გვიან ღამით, დაახლოებით, 02:20 საათზე აღდგა. კლდიდან ჩამოტანილ ნაშალ მასალაში მოყოლილმა ტრაილერებმა კი მოძრაობა დანიშნული მარშრუტით გააგრძელეს.

ასპინძა – ახალციხის  გზაზე მოძრაობა აღდგენილია

სოფელ რუსთავთან, საავტომობილო გზაზე ნალექის შედეგად ჩამოტანილი სილა გვიან ღამით ცოცხალმა ძალამ გაწმინდა.

როგორც ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, ცალმხრივი მოძრაობა დაახლოებით 00:00 საათისათვის აღდგა. საპატრულო პოლიციის დახმარებით გზაზე შეჩერებულ ავტომანქანებს, რომლებიც ახალქალაქისა და ახალციხის მიმართულებით მოძრაობდნენ, მარჯვენა და მარცხენა მხრიდან გადაადგილება შეეძლოთ.

პარალელურად ცოცხალი ძალა, ნაშალი მასალისგან იმ ტრაილერების გათავისუფლებას ცდილობდა, რომლებიც სილაში ჩარჩნენ.
„მობლიზებული იყო ცოცხალი ძალა, როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე "ჯავახავტოგზის" თანამშრომლები და ახალციხისა და ასპინძის მერიის თანამშრომლები. საბურავების ქვეშ მოყოლილი მასალა ხელით გამოვუწმინდეთ, მერე მანქანები სამაშველო მანქანით ე.წ ჯალამბარით გამოვწიეთ“, – აცხადებს როსტომ მაგრაქველიძე.

მისივე თქმით, საავტომობილო გზის ჩაკეტვა ტრაილერების მძღოლების დაუდევრობამ გამოიწვია: „ეს [კლიდადნ ნაშალი მასალის ჩამოტანა] არ მომხდარა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, მცირე რაოდენობით რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოიშალა, მაგრამ ამ კონკრეტულ ადგილზე პრობლემა შექმნა იმ ტრაილერების გაჩერებამ. იმიტომ, რომ მანქანა რომ გაჩერდა ჩამოსულ მასას ფაქტობრივად არ ჰქონდა ადგილი რომ ხევში ჩასულიყო“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

16.07.2018 სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

16.07.2018 პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძის გზაზე კლიდიდან ჩამოწოლილმა მასამ ტრაილერი მოიყოლა
ახალციხე–ახალქალაქის მიმართულებით მოძრაობა აღდგა
ბორჯომში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაიკეტა
აწყურში ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგა
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მოძრაობა თავისუფალია
არჩევნების შედეგები – ასპინძა [სრული]