FM97.5 / LIVE

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 08.07.2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში , სომხური აშუღური ხელოვნების ცნობილი წარმომადგენელი - "ჯივანი" გაიხსენეს. მისი სახელობის დღესასწაულზე, ადგილობრივებმა ტრადიციულად ღონისძიება გამართეს.

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

"ჯივანის" იგივე სერობ სტეფანის ძე ლევონიანის სახელობის დღესასწაული ახალქალაქის სოფელ კარწახში 7 ივლისს გაიმართა.
აშუღის სახლ-მუზეუმთან შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ტრადიციული წესით გამოაცხვეს სომხური ლავაში და გაიმართა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ადგილობრივი თითმმართველობის ინფორმაციით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა "ჯივანის" სახელობის მუზეუმის კეთილმოწყობას მოხმარდება.

"ჯივანი" (1846-1901წწ.) - გამოჩენილი სომეხი პოეტის, მუსიკოსის, აშუღის სერობ სტეფანეს ძე ლევონიანის ფსევდონიმია. იგი სოფელ კარწახში გლეხის ოჯახში დაიბადა. 8 წლის ასაკში დაობლდა და იზრდებოდა ბიძის ოჯახში. სოფელში გამოჩენილ ოსტატ გარა-გაზართან დაეუფლა მუსიკალურ ხელოვნებას - ვიოლინოზე დაკვრას და ხალხური სიმღერების შესრულებას. მოგვიანებით 1866 წელს სოფელ კარწახში ჩამოვიდა ახალგაზრდა აშუღი საზანი (აგაჯიანი). მასთან ერთად „ჯივანი“ თბილისში გადავიდა, სადაც აშუღის საქმიანობა დაიწყო. 1868 წლიდან 1895 წლამდე, ალექსანდროპოლში (გიუმრი) გააგრძელა მოღვაწეობა.

"ჯივანი" თბილისში სომეხ მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

ახალქალაქში 'ჯივანის' დღესასწაული გაიმართა [Photo]

[sknews.ge]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]
შსს–მ  კარწახში შრი–ლანკის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე დააკავა
'მცემეს, დამკოჭეს და პირი გამიკრეს' – ყაჩაღობა კარწახში
კარწახში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს
რაბათში სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [Photo]
კარწახში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს