FM97.5 / LIVE

წასულები და დარჩენილები

მთავარისიახლე, ბლოგები 07.07.2018
მატასის ბლოგი

წასულები და დარჩენილები

დღეს ახალგაზრდა კაცის დასაფლავებაზე ვიყავი. დედა შვილს ინტერნეტით დასტიროდა.

ფილმი მაქვს ნანახი ქართული, რომელშიც მსგავსი რამ ხდება, თუმცა ახლა, როცა ამ ყველაფრის თანამონაწილე გავხდი და ეკრანიდან კი არა, არამედ პირდაპირ ვუყურებდი ყველაფერს, ასმაგად შემზარავი აღმოჩნდა.

კუბოს წინ, მიცვალებულის ფეხებთან, სკამზე ახალგაზრდა გოგო იჯდა, მას ხელში ეჭირა მობილური, რომელიც პირდაპირ მიცვალებულს უყურებდა და იქიდან დედა დასტიროდა თავის შვილს, რომელიც 11 წელი არ ენახა და ვერც ამჯერად შეძლო ჩამოსვლა.
ისხდნენ მიცვალებულის გარშემო ჭირისუფლები და ხმადაბლა ტიროდნენ. მობილურს ხმა ბოლომდე ჰქონდა აწეული და დედის გოდება ირგვლივ ჩუმად მოქვითინეების ხმას ჰფარავდა.

დედა ტიროდა თავის შვილს, ტიროდა თავის თავს, ტიროდა გაუბედურებულ ქვეყანას, ტიროდა ჩვენზეც ასე რომ ვისხედით ვერაფერს ვცვლიდით და ვეგუებოდით ჩვენს ყოფას.

- ვაი, შვილო! ვაი, მე უბედურს! ვაი, თქვე უბედურებო!, -ტიროდა დედა და ვისხედით ჩვენც პაპანაქება სიცხეში სისხლგაყინულები, გალაკულ, პრიალა სკამებზე, მუხლებზე დაწყობილი ხელებით და მუჭში მოქცეული, თითებით, დაწიწკნილი თეთრი ,,სალფეტკებით“.

ხის იატაკი მოძრაობდა. მიცვალებულის კუბოს თავთან ხომ სულ დგას პატარა მაგიდა სანთლებისთვის, ხატებისთვის, კანდელისთვის. იქ გარდაცვლილის ფოტოც იდო, ჰოდა, იატაკის ყველა მოძრაობაზე ეს ფოტოც ნელა-ნელა ირხეოდა და მეჩვენებოდა, რომ გარდაცვლილი იღიმებოდა. დაგვცინოდა ყველას, შეშფოთებულები რომ ვისხედით, რომლებსაც ერთი სული გვქონდა ორი საათი მოსულიყო და დაგვესაფლავებინა, მერე ქელეხის სუფრას მივსხდომოდით და გრილ დარბაზში ამოგვესუნთქა, ლობიო გვეჭამა და ტკბილი, ქიშმიშიანი ბრინჯიც დაგვეყოლებინა. გვიყურებდა მიცვალებული და იღიმებოდა. მერე იმ მხარეს გახედვის შემეშინდა. ავდექი და გარეთ კუბოს თავსახური სადაც იყო მიყუდებული კედელზე და თან გაუსაძლისი სუნი იდგა ახლადშეღებილი კუბოს საღებავის, იქ დავდექი.

- არ ვარგა მანდ დგომა, - მითხრა ვიღაცამ და მკლავში ხელი წამავლო, გვერდზე გამწია.

- შვილი მაინც დარჩენოდა, - ჩაილაპარაკეს იქით.

- სახლი კი გაუკეთებია კარგად, - გარდაცვლილის დედაზე საუბრობდნენ.

- ხორციც ჰქონიათ სუფრაზე, - ხმადაბალი ჩურჩული მაინც აღწევდა ჩემამდე.

- მარხვაა და რა ხორცი აუტყდათ, - გავიგონე საპასუხო რეპლიკა.

გამოღებულ ჭიშკართან, ხის გრძელ სკამზე ახალგაზრდა გოგონები ისხდნენ. ჩემს გვერდზე მდგომმა, ჩრდილს შეფარებულმა კაცებმა, იქით რამდენჯერმე გაიხედეს, მერე ერთმა ხმამაღლა განაცხადა - ,,ახალგაზრდა ქართველი ქალი რომ გასვენებაში ასე მოკლე კაბას ჩაიცვამს იქაა დაღუპული ჩვენი საქმე“. არადა, რამდენჯერაც გავიხედე, იმდენჯერ გოგონებს უყურებდნენ. გოგოები კი ისხდნენ რაღაცნაირი ლაღები და ძალიან მწუხარეები. ერთმა ეტყობა იგრძნო კიდე კაცების მზერა, მუხლებზე ნაჭრის ჩანთა დაიფარა.

სოფელში 110 კომლი ცხოვრობს, საზღვარგარეთ სამუშაოდ 19 ქალია წასული, - მითხრეს ადგილობრივებმა.

ეზოში უარესად ჩამოცხა. ხეებისა და სახლის ჩრდილს მიეძალა ხალხი.

- არ გაიყვანოთ, არა! - ოთახიდან კივილი გაისმა.

- ,,ორი საათი გახდა“ - გაიფიქრა, ალბათ, ჩემსავით ირგვლივ მდგომმა ხალხმა და ყველანი სახლის კარს მივაშტერდით.

[მატასი]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ვისი რა საქმეა’
'ჩამოყალიბდით'
ასპინძაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი ნახეს
ბექა მარგიშვილის დედა: 'უფალმა შეუნდოს შალვას [აბულაძე] რაც გააკეთა'
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
"ხმა სოფლიდან" – როცა მეზობლების იმედად ცხოვრობ [Audio]
ლილი ზუმბაძე: ‘5 000–მდე  მიცვალებული გავკვეთე,  სასაფლაოზე რომ გავდივარ, მგონია მკვდრები მომდევენ’