FM97.5 / LIVE

სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]

მთავარისიახლე, SK TV, ხმა სოფლიდან–რადიო 06.07.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში ცოტა და ისიც სასმელად უვარგისი წყალი მოდი, ამის გამო მოსახლეობა დასალევ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება.



მაია თედიაშვილი სოფელ მუგარეთის მკვიდრია. მის სახლში ონკანიდან წყალი დაახლოებით 15 წელია არ გამოსულა. ყოველი დილა მისთვის 06:00 საათზე წყალზე ზრუნვით იწყება. ამბობს, რომ დღის განმავლობაში მეზობლისგან 300 ლიტრამდე წყალს ბიდონებით ეზიდება, თუმცა დასალევად ვერც მას იყენებს: „ვისაც შეძლებული ოჯახი აქვს იმას გამოყვანილი ყავს წყალი ტყიდან, მაგრამ ვინც ჩემნაირი ღარიბია არ აქვს. არაა კაი წყალი. ზოგი ბინტითაც კი წმენდს წყალს და სვამს“.

როგორც მუგარეთის მცხოვრებლები ამბობენ, ავზი საიდანაც სოფელი წყლით მარაგდება დაბნძურებულია, მილები კი გამოსაცვლელი. წვიმიანი ამინდის დროს, სოფელში მღვრიე წყალი მოდის, გვალვებისას კი საერთოდ შრება და სოფელი უწყლოდ რჩება.

„წვიმის დროს მოდის ტალახივით წყალი. მე მაგალითად მანქანით ვეზიდები ხან წნისიდან, ხან სხვა სოფლებიდან“, – ამბობს მუგარეთში მცხოვრები რეზო კაპანაძე.

დასალევ წყალს ლია დემეტრაძეც მეზობელი სოფლიდან ეზიდება, ზოგჯერ კი მაღაზიაში ყიდულობს, რადგან ინტოქსიკაციის ეშინია: „ბავშვებს ვერ ვასმევთ ისეთი ცუდი წყალი მოდის. კოღო და ბაყაყი მოყვება წყალს. ამიტომ ბავშვებისთვის ვყიდულობთ, ან მეორე სოფლიდან ფერსადან მოგვაქვს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა არა მხოლოდ სოფელ მუგარეთში, არამედ მის მიმდებარე დასახლებებშიც დგას. ამიტომ თვითმმართველობაში პროექტი მომზადდა, რომელიც ხუთი სოფლისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდშია წარდგენილი და დაფინანსებას ელოდებიან.

„წინუბნის ღელეში უნდა მოეწყოს საფილტრე დანადგარები, მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხუთი სოფლი სასმელ წყალს მიიღებს. ამ ხუთ სოფელში იქნება ჩართული მუგარეთიც. პროექტი, როგორც სათავე, ასევე, გამწმენდი ნაგებობების მზად არის. გარდა ამისა, უკვე გვაქვს მაგისტრალი, რომელიც სოფელ მუგარეთს საკმაო რაოდენობის წყალს მიაწვდის“, – ამბობს მელიქიძე.

დააფინანსებს თუ არა მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნულ პროექტს, თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ. მათი ინფორმაციით, პროექტი ორ ნაწილს მოიცავს. ერთი ეტაპი, სათავე–ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მეორე კი მაგისტრალის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 800 000 ლარია.

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
სოფელ ყვიბისში დაბინძურებული წყალი მოდის [ვიდეო]
სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
სამი წყაროს იმედად

ხუთი დღეა  ახალციხეში დაბინძურებული წყალი მოდის
სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]