FM97.5 / LIVE

უნარების გამოცდაზე ორი აბიტურიენტი პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა

მთავარისიახლე, განათლება 06.07.2018
დღეს, ექვს ივლისს, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, უნარების გამოცდაზე ორ აბიტურიენტს პირადობის მოწმობის მიტანა დაავიწყდა, მათ შორის ერთ–ერთი კი გამოცდის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

უნარების გამოცდაზე ორი  აბიტურიენტი პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა

პირველ სესიაზე ის აბიტურიენტი, რომელსაც პირადობის მოწმობის მიტანა დაავიწყდა, გამოცდაზე სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ დაუშვეს: „ასეთი შემთხვევებისთვის სპეციალური ფორმები გვაქვს, აბიტურიენტი იმას შეავსებს, შემდეგ გადავამოწმებთ და გამოცდაზე ვუშვებთ“, – ამბობს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე.

მისივე თქმით, ის აბიტურიენტი გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა: „დახმარება საგამოცდო ცენტრთან მდგომმა სასწრაფომ აღმოუჩინა“.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიტანა დაავიყწდა კიდევ ერთ აბიტურიენტს მეორე სესიაზეც, თუმცა, მან სარეგისტრაციო დორის ამოწურვამდე საგამოცდო ცენტრში პირადობის მიტანა მოასწრო.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, რომ ტესტი მარტივი იყო, ნაწილისთვის კი მათემატიკური ნაწილი რთული აღმოჩნდა.

ხვალ, 7 ივლისს გამოცდა ისევ ზოგად უნარებში ჩატარდება. გამოცდის ხანგრძლივობა კვლავ 3 საათი და 10 წუთი იქნება. ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილს თანაბარი დრო, საათი და 35 წუთი დაეთმობა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ზოგადი უნარების გამოცდაზე  34  აბიტურიენტი არ გამოცხადდა
უცხო ენის გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ისტორიის გამოცდაზე ერთი აბიტურიენტი არ დაუშვეს
ახალციხეში  ზოგადი უნარების გამოცდაზე 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ეროვნული გამოცდები დღეს უნარებში ტარდება
გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა