FM97.5 / LIVE

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება

მთავარისიახლე, რეკლამა, განცხადებები 06.07.2018
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება - გურიაში გამართულ შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა შეაჯამეს შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინიდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს, პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება.

სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.



მედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

[sknews.ge]


21.02.2019 სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება

20.02.2019 ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2019 23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება

20.02.2019 დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

20.02.2019 უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები

20.02.2019 მძღოლები ტექინსპექტირებისთვის ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოდიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
გურიაში  ფაროსანას წინააღმდეგ სპეცტექნიკა იმუშავებს
აზიური ფაროსანას გავლენა სიმინდის მოსავალზე
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმერეთში
ფოთში აზიურ ფაროსანას ცივი შესხურების მეთოდით ებრძვიან
როგორ დავიცვათ ფუტკარი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის დროს