სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საგანგებოს კანცელარიაში განცხადებას მანამდე არ იბარებენ, ვიდრე უფროსი არ წაიკითხავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.07.2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს კანცელარიაში ამბობენ, რომ განცხადებას მანამდე არ იბარებენ, ვიდრე სამმართველოს უფროსი ილია თავთეთრაშვილი არ წაიკითხავს.

საგანგებოს კანცელარიაში განცხადებას მანამდე არ იბარებენ, ვიდრე უფროსი არ წაიკითხავს

დღეს, 5 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს კანცელარიაში ადვოკატ ეკა აბაშიძის განცხადება არ ჩაიბარეს.

„მითხრეს სანამ არ მოვა უფროსი და წაიკითხავს ამ განცხადებას, მანამდე ვერ ჩავიბარებთ, დატოვეთ, როგორც კი ხელმძღვანელი სამსახურში მოვა ვაჩვენებთ და დაგიკავშირდებითო“, – გვიყვება ვიქტორია ეგიანი, რომელმაც განცხადება კანცელარიაში მიიტანა. იგი ადვოკატ ეკა აბაშიძის სტაჟიორია.

განცხადებით ადვოკატი იმის შესახებ ითხოვდა ინფორმაციას, თუ რამდენად შეესაბამება ბორჯომში ერთ–ერთი ქუჩის პარამეტრები სააგენტოს ბალანსზე არსებული სპეციალური მანქანების გაბარიტებს.

ახალციხეში, საგანგებო სიტუაციების სამმართველოს კანცელარიაში რომ წერილს ილია თავთეთრაშვილის ნახვის გარეშე არ იბარებენ „სამხრეთის კარიბჭესაც“ დაუდასტურეს: „სანამ უფროსი არ გადაიკითხავს მანამდე ვერანაირ დოკუმენტს ვერ ვიბარებთ, ჯერ მან უნდა გადაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიბარებთ, წესი ასეთია“.

„რას ნიშნავს უფროსმა განცხადება უნდა გადაიკითხოს?! მსგავსი კანონი არ არსებობს! უფროსი ერთი კვირა რომ არ ჰყავდეთ, განცხადება ვერ უნდა ჩაიბარონ?! კანცელარია ვალდებულია განცხადება ჩაიბაროს და 3–დან 10–დღემდე რეაგირება მოახდინოს, პასუხი გამცეს“, – ამბობს ადვოკატი ეკა აბაშიძე.

განცხადების ჩაბარებაზე უარის თქმა, რომ კანონით დაუშვებელია ამაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) იურისტი მარიამ ორჟონიაც საუბრობს: „ადმინისტრაციულ ორგანოს როცა მიმართავ, განცხადება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაიბაროს, შემდეგი პროცედურაა უკვე ამ განცხადებას მიიღებენ, წარმოება დაიწყება და დაკმაყოფილდება თუ არა. განცხადების ჩაბარებაზე უარი არაა გაწერილი კანონმდებლობით“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია: „კანცელარიას მოქალაქის განცხადება უფროსის ხელმოწერის გარეშე რომ არ მიეღო, ასეთი რამ არ მომხდარა. სავარაუდოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაუგებრობას“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს უკვე ყოფილი თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს
ახალციხეში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გაიხსნა [photo]
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს
ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
კობა კურტანიძემ სამაშველო სამსახური დატოვა