FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘სოციალ დემოკრატებმა’ ალტერნატიული საპენსიო რეფორმა წარადგინეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.07.2018
დღეს, 5 ივლისს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ,,საქართველოს საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ ხედვაზე“ იმსჯელეს.

ახალციხეში ‘სოციალ დემოკრატებმა’ ალტერნატიული საპენსიო რეფორმა წარადგინეს

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ წევრებმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გია ჟორჟოლიანმა საპენსიო რეფორმა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში წარადგინეს. შეხვედრას უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე, საპენსიო ასაკის მოქალაქეები ესწრებოდნენ.

„ჩვენი საპენსიო რეფორმა დაგროვების სამ ფორმას გულისხმობს: დაგროვებითი პენსია, თაობათა სოლიდარობის სქემა და საბაზისო პენსია. მთავრობის მიერ შემოთავაზებული სქემით კი მხოლოდ დაგროვებითია“, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი თქით, მთავრობის მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, საპენსიო ფონდში არსებული თანხა, საპენსიო ასაკიდან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამდე დარჩენილი თვეების მიხედვით ნაწილდება: „ეს არასაკმარისია იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი საშუალო ასაკზე მეტხანს იცოცხლებს“.

სოციალ–დემოკრატების გეგმის, თაობათა სოლიდარობის სქემის მიხედვით კი თანხები ამოუწურავია, რადგან თაობათა სოლიდარობის სქემაში ფული მოქმედ დამსაქმებელს და სახელმწიფოს შეაქვთ (ხელფასის 2–2%).

„ჩვენს შემთხვევაში პენსიონერი, რომელიც ფონდში მხოლოდ ერთი წელიწადი მაინც განახორციელებს შენატანს, ერთი წლის მერე, მყისიერად მიიღებს გაზრდილ პენსიას. მთავრობის რეფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 25 წელი უნდა ელოდონ გაზრდილ პენსიას. ჩვენი რეფორმის მიხედვით, 20 წლის განმავლობაში 400 000 ადამიანს შეგვიძლია მივცეთ გაზრდილი პენსია. ამას შესაძლებელს ხდის თაობათა შორის სოლიდარობის სქემა“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, მთავრობისა და მათ საპენსიო რეფრომას შორის იდეოლოგიური განსხვავებაცაა: „ჩვენთან წამყვანი სვეტი სოლიდარობის სვეტია, მთავრობის შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალური დაგროვების ანგარიში, ანუ ეფუძნება დაშვებას, რომ ყველა ზრუნავს თავის თავზე. ეს არის იმ ლოგიკის გაგრძელება, რომელიც ათწლეულებია არის ამ ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელსაც აქვს როგორც ჰორიზონტალური ისე ვერტიკალური გადანაწილების სქემა“.

ალტერნატიულ ხედვასთან დაკავშირებით შეხვედრაზე მყოფი მოქალაქეების მოსაზრება სხვადასხვაგვარია.

„თაობათა შორის სოლიდარობა კარგი იდეაა. მთავრობის საპენსიო გეგმის მიხედვით დაგროვილ პენსიას 25 წლის შემდეგ დაემატება არსებული პენსია, რასაც ჩვენი თაობა ვერ მოესწრება. ხოლო ამ რეფორმის მიხედვით პენსია ერთ წელიწადში გაიზრდება. განვლილი წლები იმის მაგალითია, რომ პოლიტიკოსები დაპირებებს არ ასრულებენ, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ვენდოთ?! ვფიქრობ, რომ სოციალ–დემოკრატების ნდობა შეიძლება,“ – ამბობს გელა ზაზაძე.

ხათუნა კვინცხაძეს კი სოციალ–დემოკრატების იდეის განხორციელებაში ეჭვი ეპარება: „იდეა ძალიან კარგია, მაგრამ განხორციელებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ჯობია პენსია სტაჟის მიხედვით შედგეს, ამ შემთხვევაში მე დიდი სიამოვნებით გადავიხდი ხელფასის 2%–ს“.

ღონისძიება „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. მას ფინანსურ მხარდაჭერას ფრიდრიხ ებერტის ფონდი უწევს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.03.2019 11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

25.03.2019 ‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

24.03.2019 სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან

24.03.2019 აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხეში საპენსიო რეფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართება
დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე
ხვალიდან პენსია 20 ლარით იზრდება
‘ახალი საქართველო’ საპენსიო ასაკის გასათანაბრებლად საკონსტიტუციოს მიმართავს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენსიონერები პენსიას 12 აპრილამდე აიღებენ