FM97.5 / LIVE

შესაძლოა რექტორის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართოს

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.06.2013
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი გიგლა გობეჩია რექტორის არჩევნების დღეს უნივერსიტეტთან მერაბ ბერიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. მანამდე კი ბერიძის შესახებ გაზეთ „ვერსიაში“ სტატიას აქვეყნებს

შესაძლოა რექტორის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართოს
„სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მერაბ ბერიძისნაირი ადამიანების ადგილი არ არის. დამიჯდეს პირდაპირ ეთერში და მე მას ფაქტებს დავუდებ“,- აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი გიგლა გობეჩია.

მან უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელზე მერაბ ბერიძეზე გაზეთ „ვერსიის“ დღევანდელ ნომერში სტატია სათაურით „სახელმწიფო ძვალი სვავი რექტორისთვის“ გამოაქვეყნა. აქ ავტორი კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„უამრავი მამხილებელი ფაქტი მაქვს ამ ადამიანზე. 15 წლის მანძილზე მისი მოღვაწეობა სამარცხვინო იყო და მის ავ საქმეებს ნათელს მოვფენ“ ,- აცხადებს გობეჩია.

იგი უახლოეს მომავალში მედიაორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებების მონიტორინგს განახორციელებს: „მე უკვე ვესაუბრე რამდენიმე მედიასაშუალების დირექტორს და ისინი თანახმა არიან მსგავს ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ. ამ ეტაპზე ორგანიზაცია ფორმირების პროცესშია. ეს მედიაორგანიზაცია პირველ რიგში მერაბ ბერიძის შავბნელ საქმეებს გამოიძიებს“.

გობეჩია ამბობს, რომ დიდი სურვილი აქვს მერაბ ბერიძეს პირდაპირ ეთერში დაუჯდეს. „მე მოვითხოვ, დამიჯდეს პირდაპირ ეთერში,თუმცა ვერ ბედავს“.

გობეჩია, ამბობს, რომ შესაძლოა 3 ივნისს ახალციხეში ჩამოვიდეს და აქცია მოაწყოს: „არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ, სურვილი დიდი მაქვს. მე მას უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ძეგლთან გავუმართავ ბრიფინგს“.

შეგახსენებთ, დაპირისპირება მერაბ ბერიძესა და გიგლა გობეჩიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც გიგლა გობეჩიას პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსზე არ გამოცხადების გამო ლექტორის სტატუსი შეუჩერდა.

[ ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს
დაპირისპირება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
გიგლა გობეჩია: ‘უნივერსიტეტიდან  პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს’
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
უნივერსიტეტში დღეს რექტორს ირჩევენ