FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 04.07.2018
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალციხის ბაზარში მოქმედ სასაკლაოს შპს „ირქას“ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურების გამო, სამართალდარღვევის აქტი შეუდგინა.

ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს

სასაკლაოს, ნარჩენების მართვის კოდექსის 33–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ფეკალური მასით, ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურებას გულისხმობს, აჯარიმებენ. აღნიშნული მუხლი ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.

რაც შეეხება, ამავე სასაკლაოდან დაკლული საქონლის სისხლის მდინარეში ჩაშვებას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ საკითხზე მოკვლევას აწარმოებს. როგორც უწყებაში ამბობენ, სასაკლაოზე მათი თანამშრომლები ისეთ დროს მივიდნენ, როცა დაკვლა არ მიმდინარეობდა, ამიტომ მდინარის დაბინძურების ფაქტს ვერ შეესწრნენ: „აქტიურ სამუშაო პროცესს დაველოდებით და ადგილს მაშინ დავათვალიერებთ როცა სისხლის ჩადინების ნახვა შესაძლებელი იქნება. ასევე, ლაბორატორიულად შევისწავლით, თუ რა ტიპის დაბინძურებასთან გვაქვს საქმე და იმის მიხედვით დაკვალიფიცირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“.

„ირქა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაჯარიმებული გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა კიდევ ორჯერ ჰყავს: პირველად იგი ნარჩენების მართვის კოდექსის 33–ე მუხლის პირველი ნაწილით 2016 წლის აგვისტოში 500 ლარით, დააჯარიმეს. ეს მუხლი ფეკალური მასებით, ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურებას გულისხმობს. ამავე პერიოდში სასაკლაო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის პირველი ნაწილითაც, 2017 წლის იანვარში 500 ლარამდე დაჯარიმდა, რაც წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევას გულისხმობს.

ორ ივნისს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სასაკლაოზე "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციის საფუძველზე შევიდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს  დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს
სასამართლომ ახალციხის ბაზარში მოქმედი სასაკლაო დააჯარიმა
ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს
ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ
გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში
ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს