სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თურქული ბარის საქმეზე სამ ახალგაზრდას განაჩენი გამოუტანეს

მთავარისიახლე, სამართალი 04.07.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თურქული ბარის საქმეში ლაშა ბალიაშვილი, კობა ბალიაშვილი და გრიგოლ კაპანაძე დამნაშავეებად სცნო.

თურქული ბარის საქმეზე სამ ახალგაზრდას განაჩენი გამოუტანეს

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სამივე ბრალდებული ლაშა ბალიაშვილი, კობა ბალიაშვილი და გრიგოლ კაპანაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ხულიგნობას გულისხმობს, დამნაშავეებად ცნეს.

ლაშა ბალიაშვილს თავისუფლების აღკვეთა 10 თვით, კობა ბალიაშვილს 8 თვით, გრიგოლ კაპანაძეს კი ერთი წლით მიესაჯა.

"სასამართლომ სასჯელის ოდენობები განსაზღვრა ბრალის ხარისხიდან გამომდინარე, ანუ იმის მიხედვით თუ ვის რა მოცულობის ქმედებები აქვს ჩდენილი. სასამართლომ ეს დასკვნები მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე გამოიტანა. ჩხუბი დაიწყო გრიგოლ კაპანაძემ, ამიტომ მას ყველაზე მეტი მიესაჯა", – განმარტა განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ.

პროკურატურა სამივე ბრალდებულს 239–ე მუხლის მესამე ნაწილით ადანაშაულებდა, რაც ხულიგნობის დროს რაიმე ნივთის გამოყენებას გულისხმობდა, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული ნაწილი შედარებით მსუბუქ, პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სამი ბრალდებულიდან მხოლოდ ერთი, გრიგოლ კაპანაძე ასაჩივრებს. მისი ინტერესების დამცველი თამარ სადრაძე აცხადებს, რომ ამ საქმეს არა მხოლოდ მეორე ინსტანციაში, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც წარადგენს: „როცა მოსამართლემ კანონი არ იცის და პარალელურად იურიდიულ სიბნელეს აკეთებს ის უნდა დაისაჯოს“.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ–ერთ თურქულ ბარში მოხდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ახალგაზრდებმა ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

16.07.2018 სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

16.07.2018 პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
რას ყვებიან თურქულ ბართან დაკავებულების საქმეზე თურქეთის მოქალაქეები
თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს