FM97.5 / LIVE

რა გეგმები აქვს ახალციხის გენდერულ საბჭოს

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2018
ახალციხის საკრებულოში შექმნილმა გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018–2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საბჭომ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისთვის და მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით უნდა იმუშაოს.

რა გეგმები აქვს ახალციხის გენდერულ საბჭოს

„ძირითადად მოსახლეობასთან შეხვედრები იქნება. გავაცნობთ თუ რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის და შევეცდებით მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერული კუთხით,“ – ამბობს ახალციხის საკრებულოს, ასევე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ამატებს, რომ „ყველა ვინც გენდერულ საბჭოშია, იქნება ეს ოპოზიციის თუ უმრავლესობის წარმომადგენელი, უკვე გავლილი აქვს ოთხეტაპიანი გადამზადება, ისინი არიან სერტიფიცირებულები და თავისუფლად შეუძლიათ ჩაატარონ ტრენინგები, ასევე, შეხვედრები მოსახლეობასთნ“.

სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი პუნქტის მიხედვით, საბჭო სხვადასხვა პროფესიული უნარების მქონე ქალთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს. მიზანი კი სამომავლოდ მათი დასაქმებისთვის ხელშეწყობაა. გელა ნოზაძე ამბობს, რომ ამ პროცესში ბიზნესსექტორიც აქტიურად ჩაერთვება.
საბჭო 2018–2022 წლებში, სკოლებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვდრებსაც გამართავს. გარდა ამისა, საბჭოებმა გენდერულ ჭრილში უნდა გააანალიზონ თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. მათ უნდა მოამზადონ გენდერული თანასწორობის დასაცავად რეკომენდაციებიც.

„გენდერულ საბჭოში“ 16 წევრია, მათ შორის 11 ქალი და 5 კაცია. საბჭოს წევრების უმრავლესობა საკრებულოს დეპუტატია, თუმცა გაწევრიანებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საბჭოს წევრები არიან: გელა ნოზაძე, იოსებ კაპანაძე, მანანა ბალიაშვილი, ზოია ბალიაშვილი, ამბარცუმ ბაბოიანი, ვლადიმერ კურტანიძე, ბესიკ გოგსაძე, თამარ გოგოლაძე, ირინა გელაშვილი, პაიცარ მანასიანი, ნატო დარბაიძე, სულიკო მაღრაძე, ნინო ლომიძე, მარინა სუდაძე, მაია გაჩეჩილაძე, თამარ კაპანაძე.

[ავთანდილ ინასარიძე, ახალციხე]


19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

19.03.2019 საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

18.03.2019 აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საკრებულოებთან გენდერული თანასწორობის საბჭოები იქმნება
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები
NGO-ები გენდერული საბჭოების მუშაობაში ერთვებიან
ვინ იქნებიან ახალციხის საკრებულოს წევრები
საინფორმაციო შეხვედრა გენდერულ თემაზე
ხშირად დასმული კითხვები გენდერული თანასწორობის შესახებ [R]
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს