FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 03.07.2018
ახალციხის აგრარულ ბაზარში მოქმედი სასაკლაო დაკლული საქონლის სისხლს მდინარე ფოცხოვში უშვებს. ეს ამ სასაკლაოს გამო გარემოს დაბინძურების პირველი შემთხვევა არაა.

ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]

სასაკლაო მდინარე ფოცხოვის ნაპირზეა. შენობიდან კი სპეციალური მილია გაყვანილი, რომლითაც წყალში საქონლის სისხლი მიედინება.

„წადით აქედან, მეტი საქმე არ გაქვთ?! დამანებეთ თავი!“, – ასე უპასუხეს „სამხრეთის კარიბჭეს“ სასაკლაოზე მას შემდეგ რაც მდინარის დაბინძურების ფაქტზე ფოტო და ვიდეო გადავიღეთ.



სასაკლაო ორი წელია ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, როცა აქ პირუტყვი იკლვება, სისხლი ყოველთვის მდინარეში მიედინება: „დიდი ხანია, ასეთი მდგომარეობააა. ზაფხულობით ზუსტად ამ მხარეს ბავშვები ბანაობენ და საშინელი სუნიც დგას–ხოლმე, როგორ შეიძლება ასეთი განუკითხაობა!“

ბაზრის მენეჯერის ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, შპს „ირქა“ ბაზრის დაქვემდებარებაშია და აქ დაკლული საქონლის ხორცი ბაზარში იყიდება.

„დღეში შეიძლება ორი, ან სამი სული საქონელი დავკლათ, მაგას რა სისიხლი უნდა ჰქონდეს, თან სპეციალური ფილტრები გვაქვს დაყენებული, მაგრამ მაინც ისე ვერ ფილტრავს. სად წავიღოთ ეს სისხლი? მთელი ქალაქის კანალიზაცია მაგ მდინარეში ჩაედინება და მაინცდამაინც ჩვენით რატომ დაინტერესდით?! “– კითხულობს ვახტანგ ქართველიშვილი.

მომხდარის შესწავლა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციის საფუძველზე უკვე დაიწყო გარემოსდაცივითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. თუმცა, დღის მეორე ნახევარში, ადგილზე მისულ თანამშრომლებს მდინარე დაბინძურებული აღარ დახვდათ, მაგრამ მისი მიმდებარე ტერიტორია იყო დანაგვიანებული. ამის გამო კი "ირქას" სამართალდაღვევის აქტი შეუდგინეს.

„მდინარის სისხლით დაბინძურებას გავაკონტროლებთ და თუ დადგინდა რეაგირებასაც მოვახდენთ. ნარჩენების განთავსებაზე კი დათვალიერება მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ არ ვიცით ნარჩენების მართვის კოდექსის რომელი მუხლით დავაჯარიმებთ სასაკლაოს“, – გვიხსნიან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

„ირქა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაჯარიმებული გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა კიდევ ორჯერ ჰყავს: პირველად იგი ნარჩენების მართვის კოდექსის 33–ე მუხლის პირველი ნაწილით 2016 წლის აგვისტოში 500 ლარით, დააჯარიმეს. ეს მუხლი ფეკალური მასებით, ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურებას გულისხმობს. ამავე პერიოდში სასაკლაო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის პირველი ნაწილითაც, 2017 წლის იანვარში 500 ლარამდე დაჯარიმდა, რაც წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევას გულისხმობს.

რამდენი ლარის გადახდა მოხუდება სასაკლაოს მეოთხედ ეს მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.12.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა

16.12.2018 შსს: ინაუგურაციის გამო, კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

15.12.2018 ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ

15.12.2018 'ტაო' ჩემპიონატის ლიდერ 'იუნკერებთან' დამარცხდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს  დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს
სასამართლომ ახალციხის ბაზარში მოქმედი სასაკლაო დააჯარიმა
მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ
სასაკლაოზე დაკლული ცხვრის სისხლი მდინარე ფოცხოვში ჩადის [Video/Photo]
ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს
სასამართლომ ახალციხის სასაკლაო 1000 ლარით დააჯარიმა