FM97.5 / LIVE

მომავალ წელს ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს

მთავარისიახლე, განათლება 02.07.2018
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების მიზნით მუშაობა დაწყებულია.

მომავალ წელს ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს

"ჩემი მოსაზრებით, გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება შესაძლებელია გაზაფხულის პერიოდში. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ კონცეფციაზე და მომავალ წელს უკვე შესაძლებელია, რომ უკვე გაზაფხულზე ჩავატაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აღნიშნული პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის ამერიკაშიც ტარდება სემესტრებს შორის გამოცდები. ჩვენთან როგორ ჩატარდება გაზაფხულზე, ამაზე ვმუშაობთ და არსებობს რამდენიმე ვარიანტი“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებას ერთი მთავარი ხელშემშლელი პირობა ექნება – სასწავლო პერიოდი ამ დროისთვის სკოლებში დასრულებული არ არის: "ამის გამო ძნელი სათქმელია სად შეიძლება ჩატარდეს გამოცდები. ამისთვის სასტუმროებს ვერ დავიქირავებთ. თუმცა შესაძლებელია, გარკვეული ვარიანტების მოფიქრება".

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი იხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება