FM97.5 / LIVE

ოჯახში ძალადობისა და იარაღის უკანონოდ შეძენისთვის ახალქალაქში შუახნის კაცი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 01.07.2018
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ტ. ახალქალაქში, სოფელ მოდეგამში აიყვანეს.

ოჯახში ძალადობისა და იარაღის უკანონოდ შეძენისთვის ახალქალაქში შუახნის კაცი დააკავეს

დაკავებულს ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს საკუთარ შვილს - 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ იგი დაუყოვნებლივ დააკავა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევეო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი.

გამოძიება ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2018 'ევროპის სპორტის კვირეულის' ფარგლებში ახალციხეში ღონისძიება გაიმართა

25.09.2018 პატარა პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია

25.09.2018 პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]

24.09.2018 წინუბნის აბანოები - უფუნქციოდ დარჩენილი ტურისტული პოტენციალი [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.09.2018 ‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
ბორჯომში შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ახალქალაქში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო