სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვინ არიან ახალციხის საპატიო მოქალაქეები

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2018
მიტროპოლიტი, ექიმი და ხალხური რეწვის ოსტატი – რა დამსახურების გამო მიენიჭათ სტეფანე კალაიჯიშვილს, სუსანა მელიქიანსა და მარიამ ჟუჟუნაძეს ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება.

ვინ არიან ახალციხის საპატიო მოქალაქეები

ექვსი საპატიო მოქალაქის კანდიდატიდან სამი ახალციხის მერიაში შექმნილმა 11–კაციანმა კომიასიამ შეარჩია. კენჭისყრა ფარული იყო და მათი ვინაობა ცნობილი დღეს, 30 ივნისს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე გახდა:

2018 წლის ახალციხის საპატიო მოქალაქეები ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, ექიმი რუზანა მელიქიანი და ხალხური რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე გახდნენ.

ექიმი რუზანა მელიქიანი


„მოულოდნელი იყო ეს ჯილდო. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, სამსახური, პაციენტები და საქართველო. სადაც არ უნდა წავიდე მაინც ჩემს სამცხე ჯავახეთს ვუბრუნდები“, – ამბობს რუზანა მელიქიანი.

ვინ არიან ახალციხის საპატიო მოქალაქეებიიგი ახალციხეში 1953 წლის 23 თებერვალს დაიბადა. დაამთავარა ახალციხის მეორე საჯარო სკოლა. 1970–1976 წლებში სარატოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიის სპეციალობაზე სწავლობდა. 1976–1977 წლებში კი ინტერნატურა ქალაქ პენზაში გაიარა. 1978 წლიდან ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკაში უბნის პედიატრად მუშაობდა. ამჟამად „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ პედიატრია.


ხალხური რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე


მარიამ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ მას არაერთი ჯილდო მიუღია, თუმცა ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „ეს დიდი სიხარულია, ყველა ახალციხელი მიყვარს“.

ვინ არიან ახალციხის საპატიო მოქალაქეებიმარიამ ჟუჟნაძე 1933 წელს 11 მარტს ასპინძაში, სოფელ ძველში დაიბადა. 7–8 წლის ასაკში მატყლის დამუშავება ასწავლეს. 1932 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა და მუშობა ძველის სასოფლო ბიბლიოთეკაში დაიწყო. 1955 წელს ცოლად გაჰყვა გრიგოლ ჟუჟნაძეს ახალციხეში, სოფელ მუსხში. 1972 წლიდან მუშაობა დაიწყო მუსხის სასოფლო კლუბის გამგედ. დაჯილდოვებულია მრავალი სიგელით. არტგენის დაარსებიდან დღემდე მისი აქტიური მონაწილეა. მისი დაარსებულია მუსხის სკოლა–მუზეუმი, სადაც უამრავი ექსპონატია შენახული და ბევრი მნახველიც ჰყავს. იგი ამ დრომდე ახალგაზრდებს მატყლის დამუშავებას ასწავლის. 2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ მას ცოცხალი საუნჯის წოდება მიანიჭა. 2015 წელს მიენიჭა წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება რეწვის დარგში.


მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი


„დიდი მადლობა ახალციხელებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ასეთი დიდი ჯილდოს ღირსაც მყო. მე ყოველთვის ვიყავი ახალციხის გულშემატკივარი და რაც გამიკეთებია ჩემი ახალციხელობით გამიკეთებია“, – ამბობს კალაიჯიშვილი.

ვინ არიან ახალციხის საპატიო მოქალაქეებისტეფანე კალაიჯიშვილი 1959 წლის ცხრა თებერვალს ახალციხეში დაიბადა. სწავლობდა ახალციხის მეორე საშუალო სკოლაში, 1981 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1990 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტეზე. პარალელურად, 1991 წლიდან სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1990 წლიდან მუშაობდა ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ისტორიისა და რელიგიის მასწავლებლად. 1993 წლიდან კი ახალციხის სასულიერო სემინარიაში ისტორიის ლექტორად. 1994 –1999 წლებში იყო გაზეთ „საფარას“ რედაქტორი. 1994 წლის 27 ნოებერს გახდა დიაკვანი. 1994 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა ახალციხის სასულიერო სემინარიის პრორექტორად და იმავე წელს აღიკვეცა ბერად საფარის მონასტერში. ამავე პერიოდში აკურთხეს მღვდელმონაზვნად. ამის შემდეგ იგი ჯერ აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის მონატრის, შემდეგ კი ჭულევის მონასტრის წინაძღვრად დანიშნეს. 2002 წლიდან ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსია. მაშინ როცა აქ იგი ეპისკოპოსად აკურთხეს, ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი მხოლოდ ერთი ეკლესია და ერთი მონასტერი იყო, ამჟამად ეპარქიაში მოქმედია ორი დედათა და ორი მამათა მონასტერი, ასევე, 32 ეკლესიაა, სადაც ღვთისმსახურებას ცხრა მოძღვარი ეწევა.

შეგახსენებთ, რომ საპატიო ახალციხელის სტატუსი პირველად 2004 წელს, ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს მიენიჭა. საპატიო მოქალაქეების შერჩევის ტრადიცია, ოფიციალურად, 2013 წლიდან დამკვირდა. ყოველ წელს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე, სამ საპატიო მოქალაქეს ირჩევენ და სიმბოლური საჩუქრებით ასაჩუქრებენ. სტატუსი სხვა რაიმე ტიპის შეღავათს არ გულისხმობს. ახალციხეს უკვე 19 საპატიო მოქალაქე ჰყავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
როგორ შეარჩევენ საპატიო ახალციხელს –  საკრებულომ ახალი წესი დაამტკიცა
‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა
'ახალციხელობის' 21–ე ზეიმი დასრულდა