FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში წარმატებული ფერმერები და კოოპერატივები გამოავლინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2018
„ახალციხელობის“ დღესასწაულზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ 12 წარმატებული ფერმერი და კოოპერატივი გამოავლინა.

სამცხე–ჯავახეთში წარმატებული ფერმერები და  კოოპერატივები  გამოავლინეს

„შეფასების რთული ინდიკატორები გვქონდა. გარდა იმისა რომ თავიანთი პროდუქტი კარგად უნდა წარმოედგინათ, მთავარი კრიტერიუმი ცოდნა იყო, ანუ ყურადღებას ვაქცევდით იმას თუ რამდენად კარგად იცოდნენ ის დარგი, სადაც მუშაობენ“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი.

წარმატებული ფერმერები და კოოპერატივები შეარჩია სამმართველოში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელიც თვეების განმავლობაში აკვირდებოდა მათ მუშაობას.

დღესვე სერთიფიკატები გადაეცა 37 ტრენერს. მათ მეკარტოფილეობისა და საკვებწარმოების დარგში ექვსთვიანი ტრენინგი გაიარეს.

„ეს ტრენერები არიან, როგორც სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და კოოპერატივების თანამშრომლები. ამ სერთიფიკატებით ისინი უკვე გახდნენ ოფიცილაური ტრენერები მეკარტოფილეობის და საკვებწარმოების დარგში“,–ამბობს ზუბაშვილი.

სამცხე–ჯავახეთში წარმატებული ფერმერები და  კოოპერატივები  გამოავლინეს

დღეს, 30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახალციხის ციხეზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა მიმდინარეობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში საინფორმაციო შეხვედრა შედგა
სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს პროდუქტს უფასოდ შეუფუთავენ
ნინოწმინდისა და ასპინძის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურებში ვაკანსია გამოცხადდა
ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]
მეურნე: იაპონიის გამოცდილება საქართველოსთვის[Video]
კვირის აქცენტი: რა  აჩვენა კვლევამ სოფლის მეურნეობაში [Video]