სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში თამარის მეფობის პერიოდი გააცოცხლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2018
ახალციხის ცენტრალურ პარკში, მესხეთის თეატრის მსახიობებმა და ანსამბლ „მესხეთის“ მოცეკვავეებმა ბასიანის ბრძოლა დადგეს.

ახალციხეში თამარის მეფობის პერიოდი გააცოცხლეს

წარმოდგენა იმ პერიოდის გაცოცხლებით დაიწყო, როცა რუქნადინმა ელჩის ხელით თამარ მეფეს მუქარით სავსე წერილი გაუგზავნა: მოვდივარ, რომ ამოვხოცო შენს ქვეყანაში ყველა მამაკაცი, ცოცხალს მხოლოდ მას დავტოვებ, ვინც უარყოფს ქრისტიანობას და მიიღებს მაჰმადიანობას. თუ უარყოფ ქრისტიანობას, ცოლად შეგირთავ, თუ არადა ხარჭად დაგისვამო.

შეურაცხმყოფელი წერილის საპასუხოდ თამარმა ჯარი შეკრიბა და ბასიანში დაბანაკებულ სულთანს მიავლინა. თამარმა ჯარი ვარძიამდე გააცილა, დალოცა და ღმერთს მათ გამარჯვებით დაბრუნება შესთხოვა.

სწორედ ამ ბრძოლაში გამოიჩინეს გმირობა სარდლებმა შალვა და ივანე ახალციხელებმა. მიუხედავად იმისა, რომ მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ქართველები ყიჟინითა და იარაღის ჟღრიალით მამაცურად ეკვეთნენ მტერს. ბრძოლა ერთხანს ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. მალე თურქები გატყდნენ. რუქნადინმა გაქცევით უშველა თავს. მას მიჰყვა მისი მრავალრიცხოვანი ლაშქარიც.

ახალციხეში თამარის მეფობის პერიოდი გააცოცხლეს

დღეს, 30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს ქალაქში "ახალციხელობას" ზეიმით აღნიშნავენ. ქალაქში ღონისძიებების გამართვა ცენტრალური პარკიდან დაიწყო და "ახალციხის ციხეზე" გაგრძელდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დღეს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეა
‘ახალციხელობის’ ისტორია
ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღნიშნეს
'ახალციხელობის' აღნიშვნა წირვით დაიწყო
ახალციხეში სახელობით დღესასწაულს აღნიშნავენ
'ახალციხელობის' აღნიშვნა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო [Photo]
30 ივნისს ახალციხე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იზეიმებს