FM97.5 / LIVE

რა პირობებია ახალციხის საგამოცდო ცენტრში

მთავარისიახლე, განათლება 29.06.2018
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად, ოთახებში კომპიუტერებს და ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ. ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის განმარტებით შენობაში არის საკმარისი სივრცე და სიგრილე იმისთვის, აბიტურიენტებმა და მასწავლებლებმა კონფორტულად დაწერონ.

რა პირობებია ახალციხის საგამოცდო ცენტრში

ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდება, რომელიც სანაპიროს ქუჩაზე მდებარეობს. სკოლაში ამ ეტაპზე ე.წ სექტორების მოწყობა მიმდინარეობს.

„ფაქტობრივად სამუშაოებს ვასრულებთ. კვირას, პირველ ივლისს გენერალური რეპეტიცია გვექნება, გავარკვევთ როგორ მუშაობს ტექნიკა“, – ამბობს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე.

მისი თქმით, პირველი სკოლა ერთ–ერთი ყველაზე კარგი და კომფორტული შენობაა მთელ ქალქში: „შენობა არის გრილი, ფანჯრებზე ფარდებია, შევარჩიეთ ისეთი ოთახები, სადაც აბიტურიენებს და პედაგოგებს მზე და სიცხე არ შეაწუხებთ“.

საგამოცდო ცენტრში 36 სექტორი იქნება, აქედან ერთი სარეზერვო, ერთი კი სპეცოთახი, რომლითაც სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტები ისარგებლებენ. საგამცოდო ოთახში ერთი კურატორი და ამდენივე მეთვალყურე იქნება. შესასვლელში კი რეგიტრატორები განთავსებიან, რომელებიც აბიტურიენტებს და პედაგოგებს მიმართულებას მისცემენ თუ რომელ ოთახში უნდა შევიდნენ.

აბიტურიენტებს გამოცდაზე ერთი კალმის და წყლის შეტანის უფლება აქვთ.

„უნდა იყოს 0.5 ან 0.7 მილიმეტრიანი გელიანი შავი კალმები. ადგილზე შემოწმდება, თუ კმრთალად წერს შევუცვლით“, – ამბობს გელა ინასარიძე.

გასული წლების განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში უჰაერობისა და მაღალი ტემპერატურის გამო, აბიტურიენტები და მათი მშობლები გაუსაძლის პირობებსა და კონდენცირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, წელს კონდიცირების სისტემა მხოლოდ ქალაქ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენის გამოცდით ორ ივლის დაიწყება. ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც აბიტურიენტები გამოცდებს ორ სესიად ჩააბარებენ.

გამოცდების განრიგი ასეთი იქნება:

2–3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
5–6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
9–10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
10 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
19 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
20 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
24 ივლისი (პირველი სესია)– სამოქალაქო განათლება;
25 ივლისი (პირველი სესია)– სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 ივლისი (პირველი სესია)– ქიმია;
26 ივლისი (პირველი სესია)– ფიზიკა.

რა პირობებია ახალციხის საგამოცდო ცენტრში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2018 ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

13.11.2018 დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ ბავშვები დაუბრუნეს

13.11.2018 ახალციხის სკოლაში ბულინგის შემთხვევებს სახალხო დამცველი შეისწავლის

13.11.2018 ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
26 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს დაიწყება