სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს

მთავარისიახლე, სამართალი 29.06.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს იაკობ ბლუაშვილს წელიწადნახევარი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ასევე, ორი წლით გამოსაცდელი ვადა დაუწესა.

ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა მჭედლიშვილმა იაკობ ბლუაშვილის საქმეზე განაჩენი, დღეს, 29 ივნისს გამოაცხადა.
იმ შემთხვევაში თუ იაკობ ბლუაშვილი ორ წლის განმავლობაში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, წელიწადნახევრიანი პირობითი მსჯავრი, ამავე პერიოდით საპატიმრო სასჯელად გადაექცევა.

დღესვე, სასამართლოს განაჩენამდე დაცვისა და ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს.

„ჩვენ ვითხოვთ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით“, – განაცხადა სხდომაზე პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

ბრალდებულის ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა კი არასაპატიმრო სასჯელი მოითხოვა: „დნაშაულს აღიარებს და ვიცით, რომ გმამტყუნებელი განაჩენი იქნება, მაგრამ მინდა გაითვალისწინოთ, რომ ოჯახის მარჩენალი იაკობია, მიუხედავად იმისა რომ სამსახური არ აქვს, საოჯახო საქმეებს ის აკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ ძმები პოლიციელები გოჩა და იაკობ ბლუაშვილები 11 აპრილს დააკავეს. შემთხვევა რის გამოც სამართალდამცველები პასუხისგებაში მისცეს ცხრა აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, იაკობ ბლუაშვილმა ცოლი სცემა, მისმა ძამამ გოჩა ბლუაშვილმა კი ძმის ცოლი და ძმის არასრულწლოვანი შვილი.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან, გოჩა ბლუაშვილიც ექვს ივნისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ასევე 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დააკისრა. იმავე დღეს, მისი ძმა იაკობ ბლუაშვილი 5 000 ლარის გირაოთი სასმართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video]
შსს–დან ოჯახში ძალადობისთვის გათავისუფლებული 3 პოლიციელიდან 2  ახალციხელია
ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა [Video]
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხეში პოლიციელი დააკავეს
რატი დ.–ს ადვოკატმა შესაძლოა განაჩენი გაასაჩივროს