FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებას ხურავს

მთავარისიახლე, განათლება 28.06.2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე, ჟურნალისტიკის სწავლება შეწყდა. მიზეზი ერთია - უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სწავლის მსურველები აღარ არიან.

უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებას ხურავს

ნანა ტალახაძე, რომელიც ჟურნალისტიკის სპეციალობას 25 წელი ხელმძღვანელობდა, მიმართულების გაუქმების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს: „მიშას (მიხეილ სააკაშვილი ს.კ.) უთქვამს ასეთი ფრაზა, ჟურნალისტიკა რად გინდათ, ბიზნესი ისწავლეთო, ასეთ ნათქვამებს ხომ იცი, ჩვენთან ბრძანებასავით იგებენ ხოლმე. 45 სტუდენტს იღებდა უნივერსიტეტი, როდესაც თინა გელაშვილის რექტორობის დროს გაუქმდა ბაკალავრიატზე მიღება, 2 წელი შეჩერებული იყო, შემდეგ თინას სურვილითვე აღდგა, თუმცა მომსვლელთა რაოდენობა შემცირდა. ამის შემდეგ მერაბ ბერიძეს დროსაც მოხდა მიმართულების შეჩერება, ვფიქრობ, ასეთმა დამოკიდებულებამ თავის როლი ითამაშა აქამდე მისვლაში. ისიც შეიძლება, რომ მეც რამე დავაკელი და მეტად უნდა მეაქტიურა“.

ყოფილი რექტორი, თინა გელაშვილი წლების წინ ჟურნალისტიკის მიმართულების შეჩერების მიზეზად მატერიალურ–ტექნიკური ბაზის არქონას ასახელებს: „ადეკვატური კადრების პრობლემა იყო. შეიძლება ტელეჟურნალისტიკა, გაზეთი და სხვა ჟურნალისტური მიმართულებები ერთმა ჟურნალისტმა ასწავლოს? სათანადო მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გარეშე მაღალკვალიფიციურ ჟურნალისტებს ვერ მოვამზადებდით. განათლების სამინისტროს რეკომენდაცია იყო, რომ ჯობდა ისტორიკოსებს, იურისტებს აეღოთ ჟურნალისტიკა მეორად სპეციალობად და ამ პროფესიის ადამიანებს ჰქონოდათ კარგი ჟურნალისტური უნარ-ჩვევები. მე ვფიქრობ, რომ დარგობრივი ჟურნალისტიკა გვჭირდება“.

უნივერსიტეტის ახლანდელი რექტორი მაკა ბერიძე ამბობს, რომ უკვე მეოთხე წელია, ჟურნალისტიკაზე სტუდენტები აღარ დარეგისტრირებულან: „ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. მაშინ ქვეყანაში იყო დამოკიდებულება, რომ რამდენიმეთვიანი მომზადება საკმარისი იყო ჟურნალისტიკის ასათვისებლად, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა, თუმცა უნივერსიტეტს ფარხმალი არ დაუყრია და ჩვენ ვამზადებთ ორ პროგრამას პროფესიულ დონეზე, ეს არის ტელეწამყვანის და ტელეოპერატორის მიმართულებები".

საბაკალავრო გაუქმდა, თუმცა რექტორიც და ჟურნალისტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელიც სამაგისტრო პროგრამის პერსპექტივაზე საუბრობენ. „პროგრამა გამზადებული მაქვს და ოქტომბრში განათლების სამინისტროში გავგზავნი. აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში ალბათ ამოქმედდება კიდეც, თუმცა სტუდენტს ბაკალავრიატი რომ არ აქვს გავლილი, ეს გარკვეულწილად ხელის შემშლელია“, - გვეუბნება ნანა ტალახაძე.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მონაცემებით, ჟურნალისტიკა 1997–2017 წლებში 311–მა სტუდენტმა დაამთავრა, წელს კი უნივერსიტეტს ამ სპეციალობის ოთხი კურსდამთავრებული ეყოლება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

19.03.2019 'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა
პროფესიული დღე ახალციხელ ჟურნალისტებს არ აღუნიშნავთ
თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდები ჟურნალისტიკაზე [Video]
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
'ჟურნალისტიკა ზურგჩანთით' – ბილ ჯენტლის მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა