FM97.5 / LIVE

ბორჯომის ააიპ–ებში შტატების რაოდენობა იზრდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.06.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების მიხედვით წყლის, კეთილმოწყობისა და გამწვანების ააიპ–ებს შტატები ემატება.

ბორჯომის ააიპ–ებში შტატების რაოდენობა იზრდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ ააიპ–ს ოთხი შტატი ემატება. ამის შესახებ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 27 ივნისს, გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

ააიპ „ბორჯომის დასუფთავებას და კეთილმოწყობას“ ტაბაწყურისა და მოლითის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანისთვის ერთი შტატი დაემატა და ამისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსება 3 750 ლარით გაიზარდა. ამავე ააიპ–ში ნაგავმზიდის მძღოლებსა და მტვირთავ მუშებს ხელფასები მოემატათ, რისთვისაც ჯამში 18 375 ლარი გაიწერა.

ორი შტატი დაემატა ააიპ „ბორჯომის გამწვანებასაც“. ახალი შტატების სახელფასო ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 5 760 ლარით გამოიყო.
„ქალაქში, რომ პოსტსაბჭოთა მიხაკები და მსგავსი ყვავილებია დარგული, დრო დადგა, რომ თანამედროვე ყვავილებით ჩავანაცვლოთ. ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს და ქალაქი მეტად უნდა გამწვანდეს. ამისთვის თანამშრომლების დამატება იყო საჭირო“, – განმარტავს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

ერთი შტატი დაემატა ბორჯომში ააიპ „სოფლის წყალს“ და ამის გამო მისი ბიუჯეტი 4 500 ლარით გაიზარდა.

„ძალიან ბევრი პრობლემაა სოფლის წყლებში და ამას მეტი ადამიანური რესურსი სჭირდება“, – ამბობენ ბორჯომის საკრებულოში.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 4 შტატი დაემატა
ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა