FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2018
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, თუკი 2018 წლის პირველი იანვრის შემდეგ, საჭის მართვის სისტემა შეეცვალათ.

რა შემთხვევაში ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას

2020 წლის 1 იანვრამდე 'ტექდათვალიერება' ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს. პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილებიც. თუმცა მათ შემთხვევაში, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

✔ მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ამის შემდეგ საჭის მართვის სისტემაში ცვლილები განახორციელეს, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან,

✔ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადიტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ამის შემდგომ კი საჭე გადაიტანეს, ინსპექტირებას ვერ გაივლიან.


ტექდათვარიელების საკითხებთან დაკავშირებით, 2018 წლის იანვრიდან ცხელი ხაზი – 14 84 ამოქმედდა. ხაზზე დარეკვა შესაძლებელია როგორც საერთო სარგებლობის ფიქსირებული, ისე მობილური ქსელებიდან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილების ნაწილი გაივლის, მათ შორის სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) და სატვრითო (3.5ტ ზემოთ) ავტომობილები. შემდეგი ეტაპზე სავალდებულო დათვარიელებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები გაივლიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი გაივლის.

[sknews.ge]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო
10 წელზე მეტი ხნის საბურავების მქონე მანქანები ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან
თხევადი აირბალონისა და სისტემის ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა
სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის
ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს
რამდენმა მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება 2019 წელს სამცხე-ჯავახეთში
რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით