FM97.5 / LIVE

სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2018
ახალციხეში შემორჩენილი ერთადერთი ებრაელი, რომელიც 23 წელია ისტორიულ სინაგოგას უვლის, ისრაელში აღარ მიდის, ამიტომ სინაგოგას ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად არჩევნები აღარ ჩატარდება.

სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრები ერთადერთი ებრაელი და სინაგოგის ხელმძღვანელი სიმონ ლევიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საცხოვრებლად ისრაელში მიდიოდა. თუმცა, ამბობს რომ ახლა თავს უკეთ გრძნობს: „ამიტომ ახალციხეს აღარ ვტოვებ. აქ ვრჩები და სინაგოგას ისევ მე მოვუვლი“.

ლევიშვილი ებრაულმა თემმა ახალციხეში სალოცავის ხელძღვანელად 1995 წელს აირჩია. მაშინ ახალციხეში ჯერ კიდევ 150 ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. ამიტომ მისი წასვლის შემთხვევაში ისევ არჩევნები ჩატარდებოდა. იმის გამო, რომ ახალციხეში ებრაელები აღარ ცხოვრობენ, არჩევნები თბილისში მცხოვრებ „ახალციხელ ებრალებეს“ შორის გაიმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ სინაგოგა, რომელსაც სიმონ ლევიშვილი უვლის 1863 წელს შემოწირულობებით აშენდა. მაშინ ახალციხეში 623 ებრაელი ცხოვრობდა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში, კერძოდ სამცხე–ჯავახეთში, ებრაელები ბიზანტიის მხრიდან შემოვიდნენ. მე–20 საუკუნეში, რაბათის ორ უბანში სულ, 400 ოჯახი, 3000 ებრაელი იყო. მათი გასვლა, ანუ ებრაელთა ალია ახალციხიდან 70–იან წლებში დაიწყო და 80–იან წლებში შეჩერდა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]
ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება