FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.06.2018
ახალციხის მერიამ ცენტრალურ პარკში, ბავშვთა გასართობი მოწყობილობებისთვისა და უალკოჰოლო სასმელების გასაყიდად იჯარით 130 კვ.მ. ფართი გასცა.

ახალციხის მერიამ  ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა

ცენტრალურ პარკში, ფართის იჯარით გაცემის საკითხს კენჭი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 25 ივნისს უყარა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა გასართობი მოწყობილობების განთავსების მიზნით ნებართვა გაიცა ორ ინდივიდუალურ მეწარმეზე. თითო 50 კვ.მ. ფართს დაიკავებს და ადგილობრივ ბიუჯეტში თვეში 75 ლარს შეიტანს. 1კვ.მ მიწის ფასი თვეში 1.50 ლარია.

30 კვ.მ. ფართი მიაქირავეს კომპანია “A&E PLUS”, რომელიც ცენტრალურ პარკში ნაყინსა და უალკოჰოლო სასმელებს გაყიდის. აქედან თვითმმართველობა ყოველთვიურად 45 ლარს მიიღებს.
ორი წლის განმავლობაში ორი ინიდივიდუალური მეწრმისგან და “A&E PLUS”–გან ადგილობრივ ბიუჯეტში 4 680 ლარი შევა.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულება გაგრძელდება შპს „თიბისი ფეისთან“, რომელსაც ახალციხეში 10 სწრაფი გადახდის აპარატი უდგას. ყოველთვიურად ორგანიაზია ბიუჯეტში 1კვ.მ. ფართის ქირაობისთვის 15 ლარს იხდის.

საკრებულომ განიხილა შპს „ლომსიას“ განცხადებაც, რომლის მიხედვითაც იგიქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს წინ, თამარ მეფისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მდებარე სკვერის დაქირავებას ითხოვს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, 200 კვ.მ ფართობი შპს „ლომსიას“ ორი წლით გადაეცა. კვადრატული მეტრის საფასური 1.50 ლარია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებისთვის ფართი  იჯარით გაიცა
მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს
ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების მფლობელები იჯარას გადაიხდიან
”ტრანსპორტელი”  საკრებულოსგან ფართის დაბრუნებას ითხოვს
ახალციხის ცენტრალურ პარკში WIFI განაახლეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში wifi-ს ამონტაჟებენ
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული