FM97.5 / LIVE

მერიაში საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების წარსადგენად განაცხადების შეტანა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2018
დღეიდან, 25 ივნისიდან 27 ივნისამდე, ახალციხის მერიაში უფლებამოსილ პირებს საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების წარსადგენად განაცხადების შეტანა შეუძლიათ.

მერიაში  საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების წარსადგენად  განაცხადების შეტანა დაიწყო

ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ წესი დღეს გამოაქვეყნა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, საპატიო მოქალაქის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:


მუნიციპალიტეტის მერს;

საკრებულოს თავმჯდომარეს;

საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3;

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ის ხელმოწერით;

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის მიხედვით, საპატიო მოქალაქეობის კანდიდატი შემდეგ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს:


განსაკუთრებული დამსახურება უნდა ჰქონდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე;

მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს განვითარების საქმეში;

მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

უფლებამოსილი პირების მიერ განაცხადების შეტანის შემდეგ, სპეციალურად შექმნილი 11 –კაციანი კომისია, წარდგენილი კანდიდატურების განხილვას დაიწყებს და წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებს. ერთი კვირის ვადაში კი მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს აცნობებს.

შერჩეულ სამ საპატიო მოქალაქეს საზეიმო ვითარებაში 30 ივნისს „ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სამი საპატიო მოქალაქე აირჩიეს. ეს სტატუსი ცისანა ახვლედიანმა, ზიგმუნდ ზილბერშტეინმა და დევიდ ფოლკნერმა მიიღეს. ახალციხეს ამ ეტაპზე 16 საპატიო მოქალაქე ჰყავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საპატიო მოქალაქეს 11–კაციანი კომისია შეარჩევს
ახალციხის მერია ‘ახალციხელობისთვის’  ემზადება
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
ვის მიანიჭებდით საპატიო მოქალაქის წოდებას ახალციხეში [Video]
ვინ შეარჩევს ახალციხის საპატიო მოქალაქეებს