FM97.5 / LIVE

ახალციხეში მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევის დღე ღონისძიებით აღინიშნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2018
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს მიტროპოლიტად კურთხევიდან 22 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ახალციხის სამუსიკო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

ახალციხეში მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევის დღე ღონისძიებით აღინიშნა
ახალციხის სამუსიკო სკოლაში, მეუფე თეოდორეს მიტროპოლიტად კურთხევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 22 ივნისს გაიმართა.

კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს. საღამო, მეუფე თეოდორეს ბიოგრაფიის გაცნობით გახსნა და სხვადსხვა სასიმღერო ნომრით გააგრძელდა, შესრულდა საგალობელიც.

„ჩვენ ყოველთვის ვატარებთ სხვასხვა ღონისძიებას და გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ჩვენი კონცერტი დაგვემთხვია მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევის დღეს. იმედი გვაქვს, რომ მსმენელი კმაყოფილი დარჩა,“– ამბობს სამუსიკო სკოლის დრექტორი ცისანა ახვლედიანი.

კონცერტს, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთისა მიტროპოლიტ თეოდორე და ახალციხის მერი ზაზა მელიქიძეც ესწრებოდნენ.

„ყველა პერიოდი არის რთული, ყველა პრიოდი არის დატვირთული განსაცდელით, და დატვირთული საქმით. მაგრამ, როდესაც გადახედავ იმ წლებს, მხოლოდ სასიხარულო გახსენდება, „ – განაცხადა ღონისძიების დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ.

მიტროპოლიტი თეოდორე, ერისკაცობაში დიმიტრი ალექსანდრეს ძე ჭუაძე, დაიბადა 1967 წლის 11 აპრილს ქ. სიღნაღში. 1974 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. თელავში. 1990 წელს ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 22 თებერვალს საფარის წმიდა საბა განწმენდილის მონასტრის წინამძღვარმა სერგიმ მორჩილი დიმიტრი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თეოდორე. თეოდორე, იყო საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარი. 1993 წლის 12 ივლისს მღვდელ-მონაზონ თეოდორეს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 წლის 26 ოქტომბერს – არქიმანდრიტის წოდება.

1996 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით არქიმანდრიტი თეოდორე ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1998 წლის ნოემბრიდან მეუფე თეოდორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველია.

ახალციხეში მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევის დღე ღონისძიებით აღინიშნა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის შესახებ
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა
აქციის მონაწილეები მეუფე თეოდორეს ელოდებიან
მეუფე თეოდორე: იშხანში გაწმენდითი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს
მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს
სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა
რა ქონებას ფლობს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი