FM97.5 / LIVE

‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 21.06.2018
ახალციხეში, ცრა აპრილის ქუჩზე მშენებარე კორპუსი ერთი თვის დაგივიანებით, ივლისის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი კლიმატური პირობებია.

‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

„ახლაც წვიმს. ამინდმა შეგვიშალა ხელი. ერთ კორპუსზე ნახევარი ფასადი დაგვრჩა გასაკეთებელი, მაგრამ მუშები ჩამოვიდნენ და ვეღარ აგრძელებენ მუშაობას. ფასადზე მუშაობას დიდი დრო სჭრიდება, გარედან სპეციალურ ქაფს ვარკავთ და იმის გაშრობას უნდა“, – ამბობს „ზიმოს“ სამუშაობის მწარმოებელი კახა მოდებაძე.

მისი თქმით, სადარბაზოს შესასვლელში ქვის კიბეები და პანდუსებია დასამონტაჟებელი, ასევე, ცენტალურ მაგისტრალზეა დასაერთებელი წყლისა და კანალიზაციის სისტემა: „ახლა „პენოპლასტს“ ვაკრავთ. ყველაფრის დასასრულებლად ერთი თვე მაინც დაგვჭირდება და მერე უკვე მესაკუთრეებს ექნებათ უფლება, რომ თავიანთ ბინებს მიხდონ“.

შეგახსენებთ, რომ ცხრა აპრილის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა 2014 წელს შეჩერდა და სამუშაოების თვენახევრის წინ განახლდა.

მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში წამოიწყეს. 108 ბინიდან 103 ამ უწყებების თანამშრომლებზე გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითოული მათგანი თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’
‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა
ახალციხეში ‘ძალოვანების კორპუსში’ სამუშაოების ნაწილი დაასრულეს
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ 'ძალოვნების კორპუსის' მშენებლობა დასრულდა
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ   ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ