FM97.5 / LIVE

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის

მთავარისიახლე, სამართალი 20.06.2018
ახალციხეში ცოლის ცემაში ბრალდებულის იაკობ ბლუაშვილის საქმეზე, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ადვოკატმა დაზარალებულის განცხადება წარადგინა.

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
სასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 20 ივნისს გაიმართა. დასაწყისში, ბრალდებულის ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა, მოსამართლეს, იაკობ ბლუაშვილის ცოლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარუდგინა, სადაც წერდა, რომ შერიგდნენ და მოსამართლეს სთხოვდა, სასჯელად პატიმრობა არ გამოეყენებინა.

იმის გამო, რომ წინა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ, პროკურორის წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო, დღეს მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვები წაიკითხეს.

„მე საქმის დეტალებს აღარ ჩამოვყვები, რადგან ყველა მტკიცებულება უდაოდ არის ცნობილი, ამიტომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას ვთხოვთ“, – განაცხადა სხდომაზე პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

დღესვე, ცოლის ცემაში ბრალდებულმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის უკვე ყოფილმა ინსპექტორ–გამომძიებლმა იაკობ ბლუაშვილმა დანაშაული კიდევ ერთხელ აღიარა –„ორი თვე პატიმრობაში ვიყავი და ძალიან კარგად გავაანალიზე ყველაფერი, ამიტომ ვაღიარებ წარდგენილ ბრალს“.

შემდეგი პროცესი ახალციხის რაიონულ სასამრთლოში 29 ივნისს 13:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მხარეები უკვე დასკვნით სიტყვას იტყვიან და მოსამართლე საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ძმები პოლიციელები გოჩა და იაკობ ბლუაშვილები 11 აპრილს დააკავეს. შემთხვევა რის გამოც სამართალდამცველები პასუხისგებაში მისცეს ცხრა აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, იაკობ ბლუაშვილმა ცოლი სცემა, მისმა ძამამ გოჩა ბლუაშვილმა კი ძმის ცოლი და ძმის არასრულწლოვანი შვილი.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან, გოჩა ბლუაშვილიც ექვს ივნისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდა, ასევე 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დააკისრა. იმავე დღეს, მისი ძმა იაკობ ბლუაშვილი 5 000 ლარის გიაროთი სასმართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video]
ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა [Video]
შსს–დან ოჯახში ძალადობისთვის გათავისუფლებული 3 პოლიციელიდან 2  ახალციხელია
ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ოჯახში ძალადობაზე დაკავებული პოლიციელი ძმების საქმის განხილვა იწყება