FM97.5 / LIVE

როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.06.2018
სამცხე–ჯავახეთში, ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის, პროექტი უკვე მზად არის. თავშესაფარი დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართზე აშენედება და მასში ცხოველთა საჭიროებებზე გათვლილი რამდენიმე განყოფილება განთავსდება.

როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]

პროექტი, სახელწოდებით "კომპანიონ ცხოველთა სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური თავშესაფრი" ააიპ "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა" შეიმუშა. მისი პრეზენტაცია სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მაისში მოეწყო. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერმა კი თავშესაფრის მშენებლობისათვის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

როგორც "სოციალური პროექტებისა და განვითარების ცენტრის" პროექტების მართვის მენეჯერი, ლაშა გეგეჭკორი განმარტავს, თავშესაფრის სამედიცინო-ტექნიკური მოწყობა და როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]ექსპლუატაცია, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მისივე თქმით, გასული წლებში, ზოგიერთ თავშესაფარში დანერგილი მუშაობის მანკიერი პრინციპების გამო, მოსახლეობაში მცდარი აზრია გავრცელებული, რომლის მიხედვითაც, მსგავსი თავშესაფრები, მუშაობის პერიოდში ცხოველთა სასაკლაოდ გადაიქცევა ხოლმე – "მე, როგორც პროექტის თანაავტორი, განვმარტავ, რომ მიუსაფარ ცხოველთა სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენება, მისი სამედიცინო-ტექნიკური მოწყობა და ექსპლუატაცია მთლიანად შეესაბამება კომპანიონ ცხოველთა მართვის საერთაშორისო კოალიაცია-ICAM Coalition მიერ შემუშავებულ, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საერთაშორისო ჰუმანურ პრინციპებს", – ამბობს ლაშა გეგეჭკორი.

რა სახის იქნება თავშესაფარი და როგორია მისი მუშაობის პრინციპი:


თავშესაფარი აშენდება დაახლოებით 5 000 კვმ. მიწის ფართზე. მასზე განლაგდება:

1. ცხოველთა საკარანტინე ბლოკი - მკაცრად იზოლირებული ვოლიერებით, სადაც მოხდება შეყვანილი ცხოველის პირველადი განთავსება. ამით აცილებული იქნება თავშესაფრის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელება.

2. სამედიცინო ბლოკი - ლაბორატორია, სამედიცინო მანიპულაციების ბლოკი (აცრა-ვაქცინაცია; კასტრაცია-სტერილიზაცია; რენტეგინისა და ექოსკოპიის აპარატი; ყველა სახის სამედიცინო მომსახურება.)

3. პოსტოპერაციული ბლოკი - სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ცხოველზე დაკვირვების რამდენიმე დღიანი განთავსების მიზნით.

4. ცხოველთა საერთო განთავსების ბლოკი - ზამთრისა და ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, ინდივიდუალური, დახურული საკანალიზაციო სისტემით.

რეგიონის მკაცრი კლიმატის გათვალისწინებით, მოხდება ზამთრის ვოლიერების გათბობა. სულ, ვოლიერების რაოდენობაა – 100, პროექტის მიხედვით, თითოეული ვოლიერის ფართია 6 კვ.მ. (თუმცა იმავე საერთაშორისო სტანდარტებით, მისაღებია 3კვ.მ–იც.)კინოლოგის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ვოლიერში შესაძლებელი იქნება ორი ან მეტი ცხოველის მოთავსება.

5. ცხოველთა სასეირნო ადგილები - თავშესაფრის ტერიტორიაზე მოეწყობა რამდენიმე ასეთი ადგილი. ეს ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და მოზადებას-ჯანსაღი, სოცილურად კორექტირებული (აგრესიის დაქვეითება) ცხოველი დაუბრუნდეს ცხოვრების პირვანდელ არეალს ან მოხდეს მისი გაჩუქება.

6. სპეცავტომანქანა – თავშესაფარს მოემსახურება 6 ერთეული ავტომანქანა, რომლებიც გამოძახების შემთხვევაში, გავლენ ადგილზე. მოახდენენ ცხოველის ჰუმანური წესით დაჭერას, მის მოთავსებას ავტომანქანაში - გალიაში და თავშესაფარში მოყვანას. ყველა ეს მოქმედება დაფიქსირდება ფოტო-ვიდეო გადაღებით.

როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]პროექტის მიხედვით, თავშესაფარში შეყვანილ თითოეულ ცხოველზე გაიხსნება სპეციალური ანკეტის ელექტრონული ვერსია, სადაც ჩატვირთული იქნება მისი დაჭერის ადგილი, დაჭერის წესი, თავშესაფარში შემოყვანის დრო და ყველა მანიპულაცია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაივლის ცხოველი. ასევე მონაცემები მისი ცხოვრების პირვანდელ არეალში დაბრუნება/გაჩუქების შესახებ.

7. საკანალიზაციო სისტემა – თავშესაფარში, პროექტით გათვალისწინებულია, ინდივიდუალური საკანალიზაციო სისტემა, რომელსაც მდინარის წყლის მაჩვენებლამდე დაჰყავს გამოყენებული წყლის თვისებები. წყალი, ეკონომიის მიზნით, სპეციალური ტუმბოთი დაუბრუნდება ავზს, მისი მრავალჯერადი გამოყენების მიზნით. ვინაიდან, წყლის ხარჯი საკმაოდ დიდია(დღე-ღამეში 2-ჯერ ვოლიერების მორეცხვა/დეზინფექცია).

8. უსაფრთხოება – ტერიტორია იქნება მკაცრად შემოსაზღვრული და დაცული. გათვალისწინებულია ვიდეო-დაკვირვების სისტემაც. LIVE რეჟიმში გაკონტროლდება საკარანტინე, სამედიცინო, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები. ასევე, პერიმეტრი და შიდა ტერიტორია.

9. კრემატორიუმი - გარკვეულ შემთხვევაში, ცხოველის განუკურნებელი დაავადების (მაგალითად, ცოფი) ან მაღალი აგრესიულობის შემთხვევაში, აუცილებლობას წარმოადგენს მისი დაძინება-ევთანაზია. შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული სპეციალურად გაწერილი პროცედურების გავლით.

"ორმო, სადაც ხდება მათი ლეშის უტილიზაცია, ვერ იქნება იმ დონის ჰერმეტული რომ თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელება და როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]გამოვრიცხოთ ეპიდემია. ამიტომ, კრემატორიუმი არის არჩევანი, რომელიც 95% იძლევა უსაფრთხოების გარანტიას. ის არის საკმაოდ ეკონომიური და მხოლოდ ჩართვის შემთხვევაში 1 საათში დიზელის საწვავის ხარჯია რვა ლარი", – განმარტავს პროექტის ავტორი ლაშა გეგჭკორი.

მისივე თქმით, თავშესაფრის შენობა-ნაგებობები და მთლიანი ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, ხოლო თავშესაფარი კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს – "მძლავრი სამედიცინო ბაზა იძლევა გარანტიას, თავშესაფარში ჩატარდეს შემოყვანილი ცხოველის სრული სამედიცინო მომსახურება. დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ამით გამოვრიცხავთ ცხოველებს შორის დაავადების გადადებას და რაც მთავარია-თავშესაფარი არ გახდება დაავადების გავრცელების კერა".

პროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მუშაობა გამჭვირვალე იქნება და მოსახლეობას საშუალება ექნება მონიტორინგი თავად გაუწიოს. გარდა ამისა, ადგილობრივებს შეეძლებათ ყოველდღიურ საქმიანობაში მოხალისის სტატუსით ჩაერთონ.

ფინანსური მხარე


საქართველოში, აქამდე მოქმედი ყველა მუნიციპალური თავშესაფარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამცხე–ჯავახეთში თავშესაფარის მშენებლობისა და შენახვისათვის თანხას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტი გასცემს. ხარჯები 2019 წლის ბიუჯეტებში გაიწერება.

"თავშესაფარი მოემსახურება, როგორც მიუსაფარ-უპატრონო ცხოველებს, ასევე პატრონიანს - ეს კი, შემოსავალს გაუჩენს ობიექტს და ის, ჩვენი გათვლებით, 2-3 წელიწადში 80%-ით "ჩაეხსნება" სახელმწიფო ბიუჯეტს", – ამბობს ლაშა გეგეჭკორი.

მისი თქმით, ერთჯერადი კაპიტალდაბანდების თანხა, ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისათვის 994 246 ლარი იქნება.

როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]

თავშესაფრის პირობები


თავშესაფარი, ცხოველთა მუდმივად განთავსების ობიექტი არ იქნება. იგი ითვალისწინებს შეყვანილ ცხოველზე დაკვირვებას, სრული სამედიცინო მომსახურების გაწევას, "დაბირკვა-დაჩიპვასა" და ჯანსაღი, კასტრაცია-სტერილიზაციის ჩატარებას. რის შემდეგაც, აგრესიადამცხრალი ცხოველი ცხოვრების პირვანდელ არეალს დაუბრუნდება ან გაჩუქდება.

როგორც "სოციალური პროექტებისა და განვითარების ცენტრის" პროექტების მართვის მენეჯერი, ლაშა გეგეჭკორი განმარტავს, თავშესაფრის პროექტის შედგენის პროცესში, კონსულტაციები საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – "ცხოველთა უფლებების კომიტეტთან" და "ჰუმანიმალთან" გაიარეს. მისივე განმარტებით, ტექნიკური მხარე მოწონებულია და კავშირ "ეკოლოგიური ტექნოლოგიების" მთავარმა ექსპერტმა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა თემურ ვეკუამ დადებითი რეცენზია მისცა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
სამცხე-ჯავახეთში  მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება
ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა
‘ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია’ – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტი