FM97.5 / LIVE

ახალციხეში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.06.2018
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, უპატრონო ძაღლმა, სხვადასხვა პერიოდში ორი ბავშვი დაკბინა. მეზობლები ძაღლის თავშესაფარში ჩაბარებას ითხოვენ.

ახალციხეში ძაღლმა ორი  ბავშვი დაკბინა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ე.წ ხუთსართულიანების დასახლებაში უპატრონო ძაღლისგან ბავშვების დაკბენის ბოლო შემთხვევა, ორი დღის წინ, 17 ივნისს მოხდა.

ძაღლმა, სამი წლის გოგონა მაშინ დაკბინა, როცა ბებიასთან სტუმრად მისული, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში თამაშობდა – "ხელში ბალახები ეჭირა, ეტყობა საჭმელი ეგონა და მკლავზე მივარდა. სასწრაფოდ საავადმყოფოში ავიყვანეთ, ნემსი გავუკეთეთ და დღესაც კიდევ უნდა წავიყვანოთ", – გვიყვება ბავშვის ბებია გუარა მდივანიანი.

მისი თქმით, ეზოში უპატრონო ძაღლები ხშირად დადიან თუმცა, ძაღლი, რომელმაც ბავშვს უკბინა, ბოლო რამდენიმე თვეა მათ ეზოში ბინადრობს და კორპუსის სხვა მცხოვრებლებიც დაკბინა.

ივნისის დასაწყისში, ამავე ძაღლმა ხუთ წლამდე ბიჭს უკბინა. ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ანტირაბიული აცრა ჩაუტარდა.

"უპატრონო ძაღლია არავისი არ არის, მაგრამ შემოგვეჩვია და აღარსად მიდის. ეს პირველი შემთხვევა არა არის, ხან ვის გამოეკიდა, ხან ვის. ბავშვებს დილით სკოლაში ჩვენ ვაცილებთ, საღამოს კიდევ მივდივართ, რომ წამოვიყვანოთ და ეზოში მარტოებმა არ გამოიარონ, ძალიან გვეშინია", – გვეუბნება კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ნათელა სამსონიძე.

კოსტავას ქუჩის #163–ში მცხოვრებლები ძაღლის წაყვანასა და მის თავშესაფარში ჩაბარებას ითხოვენ – "კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაკბინოს, შიშით გარეთ ვერ დავდივართ. არც სადისტები ვართ, რომ ძაღლი მოვკლათ, ეგრე როგორ უნდა მოვიქცეთ?! იქნებ წაიყვანონ სადმე და მოგვაშორონ", – ამბობენ კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებლები.

ბოლო, ერთი თვის განმავლობაში, ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში ძაღლის კბენის დაახლოებით 35 შემთხვევა დაფიქსირდა. ექვსმა დაზარალებულმა კლინიკა "იმედს", ხოლო 28 –მ ახალციხის "რეფერალურ ჰოსპიტალს" მიმართა.

ამ ეტაპზე, სამცხე–ჯავახეთში უპატრონო ძაღლების თავშესაფარი არ არსებობს. თუმცა სამხარეო ადმინისტრაციაში, მის მშენებლობასთან დაკავშირებით მზადება დაწყებულია.

უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისათვის, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა.

"მემორანდუმის მიხედვით, მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოყონ ბიუჯეტიდან თანხები. მშენებლობა ერთობლივად უნდა მოხდეს. პირველ რიგში, შეისყიდიან საპროექტო წინადადებას, შემდეგ უკვე ტენდერი გამოცხადდება. ვფიქრობთ, რომ ახალციხის ტერიტორიაზე გავაკეთოთ თავშესაფარი, კონკრეტული ადგილი ჯერ განსაზღვრული არ გვაქვს", – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე.

ახალციხეში ძაღლმა ორი  ბავშვი დაკბინა

ახალციხეში ძაღლმა ორი  ბავშვი დაკბინა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძაღლმა ქალი დაკბინა
დღის კითხვა: როგორ უნდა მოგვარდეს უპატრონო ძაღლების პრობლემა [Video]
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
'ძაღლებს სცემენ და მეც მომიძულეს' - ქუჩის ძაღლების გულშემატკივარი
როგორ აპირებენ ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერობის კანდიდატები
ექიმი გვირჩევს: როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ძაღლმა გვიკბინა?
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ