FM97.5 / LIVE

უდეში ანთიმოზობა აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 26.06.2013
დღეს, 26 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. დღესვე ბუზმარეთში ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერი გაიხსნა.

უდეში ანთიმოზობა აღნიშნეს
ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე უდეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღინიშნა. წირვა - ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტრიპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა და წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

წირვას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა სინოდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ამ კუთხეს განსაკუთრებით მივულოცავ ანთიმოზობას. ანთიმოზი იყო არამარტო საქართველოს, არამედ რუმინეთის წინამძღვარიც. მან არ დაივიწყა თავისი წარმომავლობა და ივერიელი ანუ ქართველი დაირქვა. დიდება ამ კუთხეს, ასეთი წმინდანი რომ შვა“,- ამბობს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე.

დღესვე სოფელ ბუზმარეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერიც გაიხსნა.

„დღეს ორმაგად ვზეიმობთ ანთიმოზობას, რადგან ჩვენს მხარეში მამათა მონასტერიც გაიხსნა. მეუფე თეოდორემ მის წინამძღვრად მე დამასახელა“, - ამბობს მამა გრიგოლი.

ქადაგების დასრულების შემდეგ მონასტრის წინამძღვარმა მამა გრიგოლმა წმინდა სინოდის წარმომადგენლები და სტუმრები ტრაპეზზე მიიწვია.
პირველად ანთიმოზობა უდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2005 წლის 26 ივნისს აღნიშნეს და მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება.

წმინდა ანთიმოზ ივერიელის დაბადების სავარაუდო ადგილსამყოფელად სოფელი უდე მიიჩნევა. მისი გვარი ხურციძე იყო და იგი მესხ თავადთა საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. მე-17 საუკუნის მოღვაწე სავარაუდოდ თურქთა ერთ-ერთი შემოსევის დროს გაიტაცეს და რუმინეთში, ვლახეთში დაასახლეს. მან რუმინეთში სტამბა დაარსა, სადაც საეკლესიო წიგნებს ბეჭდავდა. მან ასეთი სტამბა საქართველოშიც დაარსა. წმინდანმა რუმინეთში 20-ზე მეტი ეკლესია მონასტერი ააგო და დღესდღეობით რუმინეთის წინამძღოლად ითვლება. 1716 წელს თურქებმა წმინდა ანთიმოზი წამებით მოკლეს. რუმინელებმა ანთიმოზ ივერიელი 1992 წელსა წმინდანად შერაცხეს. მას შემდეგ რუმინელები წმინდანის აღსრულების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავენ ანთიმოზობას. საქართველოში კი, კერძოდ უდეში 26 ივნისს აღინიშნება.

[ნინო ზედგინიძე, ადიგენი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
ხვალ უდეში ‘ანთიმოზობას’ იზეიმებენ
სოფელ უდეში ხვალ ”ანთიმოზობა” გაიმართება
26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება
სოფელ უდეში "ანთიმოზობას" აღნიშნავენ
სოფელ უდეში „ანთიმოზობას“ აღნიშნავენ