FM97.5 / LIVE

როგორ აფასებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სამთავრობო ცვლილებებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.06.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე ფიქრობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს.

როგორ აფასებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სამთავრობო ცვლილებებს

„ხელისუფლებას აქვს ადექვატური პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ცვილილებები მთავრობაში ეს ბუნებრივი პროცესია და ამას კავშირი არ აქვს სამთავრობო კრიზისთან. ოპონენტებს უნდათ შექმნან განცდა, რომ პოლიტიკური კრიზისია. ეს არის გუნდის განახლება იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე.

რეგიონის პირველი პირი ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა, ფიქრობს, რომ „ახალი პრემიერის გეგმებით ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდება“.

მისი თქმით, კვირიკაშვილის მუშაობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: „იყო ეკონომიკური ზრდაც. ასევე, დაიგეგმა ბევრი პროექტი, რომელიც მომავალში განხორციელდება“.

კახა სამხარაძე ახალი პრემიერ–მინისტრის ხედვას სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით მიესალმება: „რაც უფრო ნაკლები ბიუროკარტია იქნება. მით მეტი ორიენტირება იქნება საქმის კეთებაზე“.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა – არ გადადგომის საკითხს, სამხარაძე ფიქრობს, რომ ეს საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს: „წულუკიანის მინისტრობის პერიოდში უამრავი რეფორმა განხორციელდა. უარყოფითს ვერაფერს ვიტყვი, პირიქით, მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა“.

ახალი სამთავრობო გუნდის დამტკიცების შემდეგ სამცხე–ჯავახეთის მხარის გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში ცვლილებებს არ ელოდება: „ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით ჩვენთან ცვლილებები არ არ იგეგმება. თუმცა, რასაც გადაწყვეტს მმართველი გუნდი, ჩემი გუნდი, იმას დავემორჩილებით“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

კახა სამხარაძე : ‘ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს დავიმატებთ’
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: 'მთავარი გამოწვევა ხალხის დასაქმებაა'
სამცხე–ჯავახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი თანამშრომლებს ეცნობა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი გასულ წელს აფასებს